ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2014


ყველანი აქ ვართ, უფალთან ახლოს!

ყველანი აქ ვართ,
უფალთან ახლოს!
ბოროტს არცკი სურს
რომ ხელი გვახლოს.

ერთი სიკვდილის სულის ნათება,
გულში სითბო და სულში ანთება.

ყველანი აქ ვართ უფალთან ახლოს,
ძალა არა აქვს რომ ხელი გვახლოს
                                      ბოროტმა!

სიხარულს ვგრძნობ ჟრუანტელის გარეშე,
და არ მესმის არც განცდების თარეში,
რომ მოვედი ჯიუტად ქვეყანაზე,
აღარ მინდა ქიმერების მხარეში.

ყველანი აქ ვართ და უფალს ვხედავთ,
თუმცა გამხელას ვერავინ ვბედავთ!

ვდგავარ იმ გზაზე სადაც უფალმა დამტოვა
ჯერ ვერ გადამიწყვეტია საით წავიდე,
ნაზი ბუსუსებით ცხოვრებამ დამთოვა
          ალბათ უკან დასაბრუნებელ გზას შევარჩევ,
          თუკი ცხოვრებას ღიმილს ვერ შევამჩნევ!

ყველანი აქ ვართ, უფლის კალთაში
ცხოვრება ისევ გვგონია თამაში.

არც სიცოცხლის მიღმა მინდოდა
და არც სიცოცხლესთან ერთად,
მუზების მზერაშიც ბავშვობა მორბოდა
და თან სინანულიც სდევდა.

ყველანი აქ ვართ,
                  უფალი გვლოცავს,
წავალ ავირჩევ
          მე სულის მოძღვარს!




                                                                          ბებოს ხსოვნას მივუძღვენი! :(

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები