 | ავტორი: სინა ჟანრი: პროზა 19 აგვისტო, 2014 |
ამ ცხოვრებაში ძალიან ვეძებ რაღაც აზრს, მიზანს, მაგრამ... ძალიან მიჭირს! ყველაფერი ძალიან გამოფიტულია... უნდა შევეგუო, რომ ყველაფერი პირობითია, ზედაპირულია!.. არაფერი არ არსებობს ღრმა, ძირეული... ვწერ ამას და არც ვიცი რატომ... რაში გამომადგება?! ალბათ უბრალოდ საკუთარი თავის შეცნობას ვცდილობ. მივხვდი, რომ არასოდეს შევიცვლები! უკვე მიჭირს იმის გარკვევა რაა ჩემში ნამდვილი, ნამდვილად ჩემეული. რადგან ხშირად ვთამაშობ, ვიტყუები... არა, არა სხვას კი არ ვატყუებ,(ეს ძალიან მარტივი იქნებოდა)! არა! ვტყუი საკუთარი თავის წინაშე! ასჯერ, ათასჯერ, ყოველ წუთს და წამს! ისიც კი ვიფიქრე ჩემი ნამდვილი ალბათ, სწორედ ეს თამაშია-მეთქი!.. ალბათ ასეცაა?!? სხვა ახსნა რომ არ მოეძებნება?! არა, ან იქნებ მოეძებნება, უბრალოდ, მე არ მაქვს ეს ახსნა. მაგრამ მსახიობად არასოდეს გამოვდგებოდი. სცენაზე ვერ შევძლებ თამაშს! რატომ?? ეს ხომ ძალიან მარტივია?! უბრალოდ იქ იციან რომ მე ვთამაშობ. მე კიდევ, თამაში არ შემიძლია, როცა ამას სხვაც ხვდება, აუცილებლად თავს გავამჟღავნებ! არ გამომივა! მით უმეტეს არასოდეს მიოცნებია მსახიობობაზე... ,,ცხოვრება თამაშია" - ო! დღითიდღე თავადვე მტკიცდება.. წიგნებში კი ყველაფერი სხვაგვარადაა... იქ არავის შეუძლია მოგატყუოს! იქ გაცილებით უკეთ იცნობ ყველას, ვიდრე საკუთარ თავს რეალურ ცხოვრებაში! იქ ვეძებ იმას, რასაც ცხოვრებაში ვერ ვპოულობ! გულწრფელობას! ალბათ ამიტომაც გვცვივა წიგნის კითხვისას ცრემლები, რომ, როცა იქ რაღაც კარგს, კეთილს წააწყდები, იცი, რომ ის ნამდვილია, ნამდვილად გულწრფელია, რომ ის ნამდვილად თავგანწირვაა, სიყვარულია... სიყვარულიც ხომ თავგანწირვაა... მაგრამ, ეს იქ, წიგნებში! ცხოვრებაში ისიც პირობითია... მაგრამ ეს ცრემლები, არის კი იგი გულწრფელი?!. თუ აღმოაჩენ, რომ ეს ცრემლი ნამდვილად გულწრფელია, წამის მეათასედში მაინც თუ იგრძნობ ამას, ჩათვალე, რომ ერთხელ მაინც იყავი გულწრფელი და ეს უკვე ძალიან ბევრია ადამიანისათვის და უკვე რაღაცას ნიშნავს, მნიშვნელოვანია!! სულ გაქცევა მინდა! რაღაც ახლის პოვნა, გულწრფელის! მაგრამ ვერ ვპოულობ.. საკუთარი თავი ხომ ყველგან თან მახლავს! მძულს ეთიკის ყველა ნორმა, რომელიც არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ იგი, რათა სხვებმა ცუდად არ იფიქრონ ჩვენზე და იმაზე უკეთესი გამოვჩნდეთ ვიდრე სინამდვილეში ვართ, თუ არადა ,,ისინი" გაგვკიცხავენ იმისთვის, რომ მზის შუქზე გამოიტანე ის სიბინძურე რაც სულში გაქვს და თავად გამოჩნდებიან უკეთესები! და მაინც, რომელია უკეთესი?! შენ?! რომელმაც გამოაშკარავე შინაგანი სიბინძურე ? ამით ხო ისედაც ბინძური გამოდიხარ..! თუ ,,ისინი"??? რომლებიც გარეგან პეწს ინარჩუნებენ?!. პასუხი..? შენ გულწრფელი მაინც ხარ!!! სასოწარკვეთილ ადამიანს როცა ფსიქოლოგის დახმარებას შესთავაზებენ, აღშფოთდებიან, ,,გიჟების ექიმი" არ მჭირდებაო! თითქოსდა მეგობარიც მშვენივრად გააკეთებს იმას, რაშიც ფსიქოლოგს ფულს უხდიან, მოგისმენს. და იქნებ ,,მეგობრული რჩევაც" მიიღო. აქაოდა ,,ის" ცივი გონებით სჯის შენდა სასარგებლოდ იმას, რაც შენ სულს გიფორიაქებს... ესეც პირობითია!.. მაგრამ მე, რომ მხოლოდ ფურცელი ,,მისმენს" გულისყურით?? რჩევას ვერ მაძლევს, მაგრამ... არ ტყუის მაინც, ანუ გულწრფელია! მეც ხომ მხოლოდ ეს მჭირდება..? ცხოვრება ფარისევლობის გარეშე! მე ვგმობ ჩემს ბუნებას, არაგულწრფელს!.. ჩემს ანუ ადამიანისას, ანუ ზოგადად ადამიანის ბუნებას ვგმობ!!! მაგრამ... და კიდევ უამრავი ,,მაგრამ" არსებობს... ჩემში, სხვაში... როგორც კითხვა, ან იქნებ ზოგჯერ როგორც პასუხიც... მაგრამ იქნებ არ ღირს... ასე ნუ დავწვრილმანდებით,იქნებ მართლაც არ ღირს პასუხის გაცემა?! არა! ეგ თითქმის შეუძლებელია! არ ღირს უბრალოდ სცადო პასუხის გაცემა! შენ! სხვამ! ან იქნებ მე?! მაგრამ მაინც თითქმის... იქნებ მაინც ვცადოთ ყველამ ერთად?.. უბრალოდ ვცადოთ, იქნებ... მაგრამ, არა! მაინც არა.. არა, არა და არა... უბრალოდ მე არა... და თქვენ??? სჯობს უბრალოდ მიენდოთ ცხოვრების დინებას, დროის დინებას, ის ყველაზე მართალია, ყველაზე გულწრფელი, დაუნდობელი, მაგრამ მაინც გულწრფელი... ზოგჯერ მაინც გავიბრძოლოთ დინების საწინააღმდეგოდ. უბრალოდ ვცადოთ... იქნებ არც ისე ცუდაა ყველაფერი?.. და საერთოდ... ხო რაღაცისათვის დაიწყო ყველაფერი..? ეს ფურცლებიც ხომ რაღაცისათვის შეივსო? ან ვიღაცისთვის?! ან... მხოლოდ ჩემთვის! და ესეც უკვე ძალიან ბევრია... დღეს მზის გულზე დიდხანს ვიწექი და... სიცხე მაქვს! ალბათ ამის ბრალია... ბევრი სითბო და სინათლეც საზიანო ყოფილა! ბევრი საზიანოა, ეს გაუმაძღრობაა, მაგრამ მაშინ როცა ვინმეს ართმევ... მზე კი... არ ვიცი! ფურცელმა ,,მოისმინა"! აწი მან იფიქროს ჩემი საფიქრი! გაიგონებს თუ არა, ეს მისი საქმეა და მე ვერაფერს გავხდები! თვითონ ვფიქრობ კი სხვის საფიქრზე ან მესმის კი სხვისი ნაფიქრი?? ალბათ აწი დავმშვიდდები... აწი დაძინებაც შეიძლება... ხვალ ახალი დღეა... ხვალ ისევ მზე ამოვა... ხვალ ისევ ცხოვრება - სიკეთე, ბოროტება, ტკივილი, იმედი... იმედი??? ჰო, იმედი ჯერ ისევ არსებობს! ხვალ, ისევ მე?! ან არცკი, ჩემს გარეშე, უჩემოდ... იქნებ ხვალ ვიპოვო რაღაც გულწრფელი?.. ერთი გულწრფელი სიტყვა მაინც, თუნდაც... სიცხეც აღარ მაქვს. ,,უტიფრად შეულამაზებელი ჭეშმარიტება"! ხვალ ისევ...
27.08.2009
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. :) ჰო ჩავთვალოთ რომ არის ,,სხვა" .. :) ჰო ჩავთვალოთ რომ არის ,,სხვა" ..
14. :) გავიღიმე და ჩავიბარე აღსარება :) მაგრამ სადაა პროზა? ამ ნაწერს ჟანრში ხომ პროზა უწერია? :) გავიღიმე და ჩავიბარე აღსარება :) მაგრამ სადაა პროზა? ამ ნაწერს ჟანრში ხომ პროზა უწერია?
13. ოკს მჯერა :)) ოკს მჯერა :))
12. ჰო ჰო ჰო ჰო ჰო
ოღონდ ეს არაა პროზა ჰო ჰო ჰო ჰო ჰო
ოღონდ ეს არაა პროზა
11. :))
გალაკტიონის ეგ ფრაზა არ ვიცოდი, დამჭირდება რო არ გადავამლაშო ზოგჯერ.. :))
გალაკტიონის ეგ ფრაზა არ ვიცოდი, დამჭირდება რო არ გადავამლაშო ზოგჯერ..
10. ალბად უბრალოდ საკუთარი თავის შეცნობას ვცდილობ., მივხვდი, რომ არასოდეს შევიცვლები ! "ცხოვრება თამაშია"-ო
პიროვნებას მეტი სურს გაიგოს "საკუთარი" მე. ადამიანის ცხოვრების მთავარ მონაპოვრად გონება გამოცხადდა, ამიტომ ის თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ცხოვრება , როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც მშვენიერია , რადგან ცხოვრება ბედია, ბედის შეცვლა კი ნამდვილად შეუძლებელია. გალაკტიონ ტაბიძე ერთგან წერს: "ბოლომდე გულწრფელი არ უნდა იყო"-ო.
ნაწარმოები მთლიანობაში მომეწონა! წერის საკუთარი სტილი აქვს ავტორს
ალბად უბრალოდ საკუთარი თავის შეცნობას ვცდილობ., მივხვდი, რომ არასოდეს შევიცვლები ! "ცხოვრება თამაშია"-ო
პიროვნებას მეტი სურს გაიგოს "საკუთარი" მე. ადამიანის ცხოვრების მთავარ მონაპოვრად გონება გამოცხადდა, ამიტომ ის თავად არის საკუთარი თავის ბატონ-პატრონი ცხოვრება , როგორიც არ უნდა იყოს ის, მაინც მშვენიერია , რადგან ცხოვრება ბედია, ბედის შეცვლა კი ნამდვილად შეუძლებელია. გალაკტიონ ტაბიძე ერთგან წერს: "ბოლომდე გულწრფელი არ უნდა იყო"-ო.
ნაწარმოები მთლიანობაში მომეწონა! წერის საკუთარი სტილი აქვს ავტორს
9. მადლობა დარე :) <3 მადლობა დარე :) <3
8. უკვე მიჭირს იმის გარკვევა რაა ჩემში ნამდვილი, ნამდვილად ჩემეული. რადგან ხშირად ვთამაშობ, ვიტყუები... არა, არა სხვას კი არ ვატყუებ,(ეს ძალიან მარტივი იქნებოდა)! არა! ვტყუი საკუთარი თავის წინაშე! ასჯერ, ათასჯერ,
და მაინც, რომელია უკეთესი?! შენ?! რომელმაც გამოაშკარავე შინაგანი სიბინძურე ? ამით ხო ისედაც ბინძური გამოდიხარ..! თუ ,,ისინი"??? რომლებიც გარეგან პეწს ინარჩუნებენ?!. პასუხი..? შენ გულწრფელი მაინც ხარ!!!
ჩემი სულის ნაწილები აღმოვაჩინე, ჩემო კარგო, შენს ნაწერში! კარგი ხარ, გულწრფელი და ახლა ასეთი ძალიან ცოტაა! <3 <3 ++
უკვე მიჭირს იმის გარკვევა რაა ჩემში ნამდვილი, ნამდვილად ჩემეული. რადგან ხშირად ვთამაშობ, ვიტყუები... არა, არა სხვას კი არ ვატყუებ,(ეს ძალიან მარტივი იქნებოდა)! არა! ვტყუი საკუთარი თავის წინაშე! ასჯერ, ათასჯერ,
და მაინც, რომელია უკეთესი?! შენ?! რომელმაც გამოაშკარავე შინაგანი სიბინძურე ? ამით ხო ისედაც ბინძური გამოდიხარ..! თუ ,,ისინი"??? რომლებიც გარეგან პეწს ინარჩუნებენ?!. პასუხი..? შენ გულწრფელი მაინც ხარ!!!
ჩემი სულის ნაწილები აღმოვაჩინე, ჩემო კარგო, შენს ნაწერში! კარგი ხარ, გულწრფელი და ახლა ასეთი ძალიან ცოტაა! <3 <3 ++
6. სასიამოვნოა :)) :* სასიამოვნოა :)) :*
5. იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო ხარ <3 იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესო ხარ <3
4. მადლობაა კაკი :)) მადლობაა კაკი :))
3. მადლობაააა ბექა :))
პირველი მერცხალი ხარ უკვე მერამდენადმე ჩემს გვერდზე <3 მადლობაააა ბექა :))
პირველი მერცხალი ხარ უკვე მერამდენადმე ჩემს გვერდზე <3
2. თავიდან ვკითხულობდი და მეგონა სარკეში ვიყურებოდი...მომეწონააა <3 თავიდან ვკითხულობდი და მეგონა სარკეში ვიყურებოდი...მომეწონააა <3
1. როგორც ყოველთვის კარგია <3 ეს ყველაზე მეტად მომეწონა :* როგორც ყოველთვის კარგია <3 ეს ყველაზე მეტად მომეწონა :*
|
|
მონაცემები არ არის |
|
|