ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2014


,,ცხრეული" - 1

#1. ...

#2.
      ვერ ვეტევი!
      კვლავ სურნელი მცემს ახალი შეტევის,
      მაგრამ არ მყოფნის ძალა,
      თუმც არ ვეშვები, არა და არა!

      ჰგავს რაღაც სულის გაფრთხიალებას,
      ბავშვურ სიანცის გაზვიადებას...

      გუშინ გაკვირტულ ჯერ მწვანე ფოთოლს,
      შემოდგომამ ჩამოაცალა ის მწვანე ფერი,
      როგორც ოდესღაც ბაბილონის გოდოლს,
                          გამოეცალა მიწა ფეხებქვეშ,
      და ვერ ვუშველე ვეღარაფერი!
     
      იქნებ როდესმე გზა ვიპოვო,
      ან იქნებ სულ აქ დავრჩე..?
      თვალდახუჭულმა არ გამოვტოვო
      როცა მომივა მაცნე-ახალ ამბის მთქმელი,
      ახლა მოვიდა ის ვისაც ელი...
      და მე არ დავაცდი,
      თუკი კვლავ გადავრჩი...
      თუკი ზვირთებში ვიპოვი ჰაერს,
      თუკი სიცოცხლის სურვილს ვიპოვი
      მევე ვიქნები ჩემივე შემწე,
      ისე რომ ჩემი არავის შერცხვეს,
      რომ მარტოსულმა შენ მოგიპოვო!



#3.
        ლექსად თქმულ ზვირთებში ჩაკარგულ მიზანს,
        სულის ქარავანი ზიგზაგით მიჰყავს,
                                            აუჩქარებლად!
        გულის ცემას ხომ არ დააჩქარებდა?!
       
        როცა გულის ცემა დაითვლის მისთვის განკუთვნილ რითმას,
        როცა სხვა გულის ცემამ არ იცის, ისე წაართმევს სიტყვას,
        მისთვის განკუთვნილ ჰაერის ნამცეცებს აიტანს,
        მაგრამ ნამცეცებით თავს ვერ გაიტანს,
                                  როცა ჩამოკრავს ზარი!
                                  და როცა გაიგებს ქალი,
        ღალატის სურნელს შეიგრძნობს
        მის ძალას მაშინ ბოლომდე შეიცნობ.

        გაუვიდა ექსტაზს მოქმედების ვადა,
        ვადაგასული, წრეგადასული,
                                    ჩვენი წესია,
                                    ვერ შეეჩვია,       
        ცხოვრების რიტმს და წონასწორობას,
        არც რამის შეცვლა გამოსწორება
                                      სურს,
                          ჩვენს გულს!
        მომბეზრდა!
                  წერა,
        არავის სჯერა,
        ამოხეთქილი ვნების საიდუმლო,
        ოქროს ფასი გაქვსო შენ დუმილო...

        ლავიწის ძვალი გადაემტვრა და,
        რამდენიც უნდა ეწად-ეცადა,
        მაინც დააღონა სევდა-ვარამმა,
        რომ ვერავინ ჰპოვა თავის დარადა!

        ხვალ თუ არ გაწყდა ძაფით ნაგები ეს ხიდი ბეწვის,
        მოთმინების შევსვამ ფიალას, რა კუდი გეწვის?!
                                                            ეშმაკის!!!
                              შენ ხარ ისარი,
        მაგრად მომართე შენი მშვილდი,
        მაგრამ...
        ვერ გამისწარი.
        კარგად!


                                    23.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები