 | ავტორი: სინა ჟანრი: პოეზია 26 აგვისტო, 2014 |
#4. მოდი მარტოობის ღამე გავათიოთ ერთად კარავში, როცა დალევა მომინდება, ქარში, გავიშლი თმას, და როცა რვეულის ფურცელს გადავშლი, იქ გამომხედავს საშიში თვალი და მშიშარა ხმა, მეტყვის წადი! არასდროს გავდი! იმას ვინც მე მსურს რომ მყავდეს გვერდით, ჩემივე სულით რომ დავატარებდი, კარ-და-კარ, ფეხაკრეფით, რომ არ გაეღვიძა ეჭვის დემონს, ციმციმა ვარსკვლავს ვკრეფდი მოღრუბლურ სიზმრის ცაზე, რომ ამღერებულიყვნენ ყველა ერთ ხმაზე, მიყვარხარო! და გაბუტული ვიდექი გზაზე, მოლოდინად ქცეული, მარტოდ, ეული, რომ არ დამენახე ზურგშექცეული ჩემი სიყვარულის და სითბოს მიმართ, თუ არ გჭირდება სუყველა მიმაქვს ჩემთვის სასიკეთოდ ღმერთის მოსაწონად, ანგელოზები თან მყვანან მფარველები, ღმერთო დამიფარე ამას გევედრები!
პ.ს. ლექსებით ვერაფერს ვერ შევცვლი, მარა... გაჩერდიი გეყო, სტოპ, ამძვრა თავის ქალა! ))
#5. დღეს უნდა წავიდე! არ შემიძლია წასვლის გარეშე. გადავდგამ ნაბიჯს, ვერც იმას შევძლებ მიწაზე დავეშვე! ვეღარც სიბნელეს ვპოულობ ვერსად, თუმც არც სინათლის სხივი მინახავს, მაგრამ მოქუფრულად მომღიმარი ცა, ამ იდუმალ ღიმილს შენ შემოგინახავს.
სად იყვნენ ეს სიტყვები აქამდე?! უნდა ვიარო, გეძებო სადამდე?..
როცა სიტყვებსაც გაუვათ ყავლი, როცა აზრი არ ექნება ათასჯერ გავლილ, ბილიკებს, როცა ფერი ეცვლებათ მომწვანი ხვლიკებს, როცა აისს დაისი ფეხდაფეხ მოსდევს, როცა არ ვუყვარვარ და მაინც მომდევს, ჩუმი სევდის დუმილიანი სახე, ცხოვრებავ რა გინდა, არ მინდა მახე.
როცა კვლავდაკვლავ იმედით ვცოცხლობ, როცა ჩირაღდნის ცეცხლი ანთია, უშენოდ ალბათ მაისშიც მოთოვს, გულში რომ გვიკრავს, სულში გვიხუტებს, უფლის კვართია.
მზემ რომ ციმციმი შეწყვიტოს სანთელმა წმინდა ნათება, ღმერთმა სუყველას შეგვინდოს, ჩასაფრებული ბოროტი გრძნობით ანთება!
რაღაც მაღალს ვეძებ, ვეპოტინები წმინდა გიორგი, უფალო ჩემო ნუ გაირინდები! ნუ შემატოვებ სიცოცხლეს საშიშს. თუ არა მომე სამოთხის საშვი! ))
#6. დღეს ვიღაც სხვა ვარ ...
23.11.2010
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მადლობაა :)) მადლობაა :))
6. მადლობა ნეფერტარ, როგორ მიხარია შენი კომენტარის გამოჩენა ჩემთან :)) გამახარე ძალიან <3
მოგიკითხეე :* მადლობა ნეფერტარ, როგორ მიხარია შენი კომენტარის გამოჩენა ჩემთან :)) გამახარე ძალიან <3
მოგიკითხეე :*
5. კარგია, შინაარსობრივად, რითმებიც საინტერესო და მუსიკალური, კონსტრუქციულადაც სრულიად განსხვავებული.
ნიჭიერი!.. 5 ქულა.
კარგია, შინაარსობრივად, რითმებიც საინტერესო და მუსიკალური, კონსტრუქციულადაც სრულიად განსხვავებული.
ნიჭიერი!.. 5 ქულა.
4. მადლობა მუხა :)) მიხარია შენი გამოჩენა და რომ მკითხულობ კიდევ :* მადლობა მუხა :)) მიხარია შენი გამოჩენა და რომ მკითხულობ კიდევ :*
3. რომ არ გაეღვიძა ეჭვის დემონს, ციმციმა ვარსკვლავს ვკრეფდი მოღრუბლურ სიზმრის ცაზე, რომ ამღერებულიყვნენ ყველა ერთ ხმაზე, მიყვარხარო! ღრმა ემოციური.
უშენოდ ალბად მაისშიც მოთოვს,
უფალი გფარავდეს.
რომ არ გაეღვიძა ეჭვის დემონს, ციმციმა ვარსკვლავს ვკრეფდი მოღრუბლურ სიზმრის ცაზე, რომ ამღერებულიყვნენ ყველა ერთ ხმაზე, მიყვარხარო! ღრმა ემოციური.
უშენოდ ალბად მაისშიც მოთოვს,
უფალი გფარავდეს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|