ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2014


N

არაფერი შეცვლილა N,
ისევ ის პატარა გოგო ხარ
ფანჯრის მინაზე ცხვირმიბჯენილი რომ ელოდა თოვლის დედოფალს,
მერე კი კონკიას ხატავდა და
ზღაპარს ყვებოდა უფლისწულზე.
არაფერი შეცვლილა N,
ბავშვობა გამოყოლილი სიზმრებით საზრდოობ ისევ
და ელოდები, როდის გაჩუქებენ სამ კაკალს
ნატვრა რომ აისრულო.
შენი ბავშვობის ოთახი გენატრება
და იასამანის სურნელი N,
ქაღალდის გაყვითლებულ ნაგლეჯზე
დატეულა დიდი ისტორია
ზღვისპირეთის უფლისწულზე.
შენი სული ისევ მეოცნება და სათუთია N,
ბოროტ მოქანდაკეს უნდოდა ქვად ექცია.
აპრილი მოსულა N,
შენ ყიდულობ იებს და ლარნაკში აწყობ...
ცალუღელა ხარივით მიერეკები ცხოვრებას
და იხურება ზღაპრის წიგნი.
ოცნებები ვერ თუ არ სრულდება
და დამჭკნარი იასამანის სურნელი მოაქვს ქარს
რომელიც შენი ერთგული მეგობარია.
არაფერი შეცვლილა N,
შენ ისევ მეოცნებე სული გაქვს...
დრო კი ულმობლად კეცავს საათებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები