ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2014


მე ზღვა ვარ

მე ზღვა ვარ , ზღვა  და ამ ზვირთების  მას ეშინია
ვინც ჩემს ტალღებში სურვილების გამხელას ბედავს
დასაბამიდან ვარ გულგრილი ყველა  მოკვდავის
ვინც მეხება და არ  ფიქრობს,  რომ ალერსი მინდა

ჰო მე  ზღვა ვარ,  ზღვა!
ბევრი წყლით და  ჟანგბადით ცოტა
და როცა სუნთქვას დავაპირებ, ფილტვები მტკივა
თუმცა ვინა თქვა, რომ მე ვსუნთქავ...ეს ხომ  ოხვრაა, 
დაბადებიდან ასეთია ყველა ზღვის ოხვრა.

მე ზღვა ვარ , ჰო, ზღვა!
დაობლებული, უდედმამო და უთვისტომო,
სავსე პირამდე ბევრი  ტკივილით ...
  უცრემლოდ  ვღელავ, უცრემლოდ  ვტირი..
(ცრემლიც მლაშეა ამ ტკივილივით)

სამკაულებად ავიკიდე ზღვის ნიჟარები,
და ვბერავ ფილტვებს , ვიკავებ სუნთქვას,
როგორც იმ ტკივილს
რომლითაც  ვმარხავთ  დედას და  მამას,
რადგანაც  ვიცით ,  ვეღარსად  ვნახავთ....

მე ზღვა ვარ!
ზოგისთვის მხოლოდ აზვირთებული , დაუნდობელი
აღელვებული , ცბიერი  და ვერაგიც კი ვარ...
მაგრამ შენს  გამო , დედამიწავ,  შვილების გამო,
ვიქნები მშვიდი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები