| ავტორი: ჰერელი ჟანრი: პოეზია 30 აგვისტო, 2014 |
* * *
თოვს და ყველაფერი ახლოა ჩემს ფიფქებს გაკიდებულ გუმანთან... დილით ალბათ ისევ აღმოაჩენ, წუხელ თოვამ როგორ უმატა. ჩვენი ფანჯრის მიღმა სისველეა, მალავს თებერვალი თარიღებს. ახლა თოვლი ისე შიშველია, მზერას შეგნებულად ვარიდებ. თოვს და ყველა ფიფქი ჩვენი არი, შეგვრჩა სიყვარული გზა-კვალად. ახლა ავდგებით და, მშვენიერო, ქუჩებს ისევ ერთად გავკვალავთ. დილა ძველებურად ღამეს ევნო, ცა კი - ისევ ყვება წუხანდელს. წამო, უგზოობას ავედევნოთ, თოვლში შევაბიჯოთ მუხლამდე. თოვს და სიყვარულის დრო თუ არი, ერთად უნდა ვიყოთ, უდაოდ... თოვლში ხეტიალობს ტროტუარი, ჩვენ კი ბავშვებივით ვგუნდაობთ!
* * *
მორჩა... ყველაფერი მორჩა! საკმარისია რაც ვწერე... უკან არაფერი მომრჩა, არც წინ მელოდება „მერე“.
ღამემ მოიცილა ქერქი, დღე ჰგავს ფერმოკლებულ ტილოს; მე კი უშენობის გვერდით სულის ამოვსებას ვცდილობ
შენზე ფიქრითა და, ვიცი, უკვე გადავაწყდი ჯებირს... ფეხქვეშ აღარ მყოფნის მიწა, როგორ ჩამიმთავრდნენ გზები!
დღემდე ყველაფერი ვცადე, გზებსაც მოვყვებოდი ქვიანს. შენ ხომ მართალი ხარ ცამდე! მე ხომ უსამართლო მქვია...
მივალ, აღარსაით მივალ, გზებსაც დავუმთავრდი. მე კი - მტკივა, უსაშველოდ მტკივა, შენთვის გაღებული ნეკნი.
ახლა კაცზე უფრო მეტად ვგავარ ოკეანეს - დაცლილს. ღმერთო, დაიფარე, ბედად გზაზე დარჩენილი კაცი!..
* * *
ღამე... ღამე - მთვარით დანაფერი, - მოჰგავს ნახატსა და მოგონილს... გზები შეგვრჩა, მეტი არაფერი, წამო, ავედევნოთ, გოგონი...
ქარი ღრუბლის კაბას უფრიალებს მთვარეს... უკვე ბნელა, იცი, ლიკ, ახლა ღამე ისე ჩუმი არი, მესმის მხოლოდ შენი სიცილი.
მთვარე ცაზე მიდის გადარბენით... ვიცი, სანამ წახვალ „ჰო“-ს მეტყვი. გზები... გზები... მეტი არაფერი... სახლში მიგვაცილებს პროსპექტი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. კარგია სამთავე, რაღაცეების შესწორებაც შეიძლება. კარგია სამთავე, რაღაცეების შესწორებაც შეიძლება.
12. ამ ავტორთან სულ უკმარისობა მაქვს, კარგად წერ, ლამაზად მაგრამ აი ბოლომდე და.იდეალურამდე სულ რაღაც მაკლდება, ცხადია შეიძლება ჩემი აღქმის ბრალია მაგრამ მაინც... ამჯერადაც ეგრე...
თოვლში ხეტიალობს ტროტუარი, ჩვენ კი ბავშვებივით ვგუნდაობთ! ამ ავტორთან სულ უკმარისობა მაქვს, კარგად წერ, ლამაზად მაგრამ აი ბოლომდე და.იდეალურამდე სულ რაღაც მაკლდება, ცხადია შეიძლება ჩემი აღქმის ბრალია მაგრამ მაინც... ამჯერადაც ეგრე...
თოვლში ხეტიალობს ტროტუარი, ჩვენ კი ბავშვებივით ვგუნდაობთ!
11. "ახლა თოვლი ისე შიშველია, მზერას შეგნებულად ვარიდებ".
ეს დამამახსოვრდება :) "ახლა თოვლი ისე შიშველია, მზერას შეგნებულად ვარიდებ".
ეს დამამახსოვრდება :)
10. ყველა კარგია ყველა კარგია
8. გაიხარეთ, დიდი მადლობა!
გაიხარეთ, დიდი მადლობა!
7. როდესაც რამოდენიმე ლექსის ერთად დადებას გადაწყვეტს ავტორი, მკითხველის მხრიდან სათქმელი მუდამ იწყება იმ შინაარსით, თუ რომელი ლექსი რომელს სჯობს :) ანუ შედარების ასოციაცია იბადება. ეს არც არის ცუდი პრონციპში. თვალსაჩინოებას უფრო ნათლად წარმოაჩენს ლექსის ავ-კარგიანობის თვალსაზრისით, მკითხველს უფრო უადვილდება სათქმელის ფორმულირება. ამ ავტორის ემოცია მინავლდა ამ სამი ლექსით, უკეთ იცის მან, ასე ვფიქრობ. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობთ ამ სამ ლექსთან დაკავშირებით, გადახედეთ ავტორის წინა ნაწერებს და უფრო ადვილად მისაღები გახდება თქვენთვის ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამდენი იმიტომ ვწერე რომ,
ჰერელი- ერთ-ერთი ნიჭიერი ავტორია, რომლის შემოქმედებას სულ ცოტა ხანია რაც ვეზიარე და მეპოზიტიურება რატომღაც. ახლანდელი გადასახედიდან (მოლოდინში) უფრო ფართო და საინტერესო ჩანს ემოციური თვალსაზრისით და არამარტო. როდესაც რამოდენიმე ლექსის ერთად დადებას გადაწყვეტს ავტორი, მკითხველის მხრიდან სათქმელი მუდამ იწყება იმ შინაარსით, თუ რომელი ლექსი რომელს სჯობს :) ანუ შედარების ასოციაცია იბადება. ეს არც არის ცუდი პრონციპში. თვალსაჩინოებას უფრო ნათლად წარმოაჩენს ლექსის ავ-კარგიანობის თვალსაზრისით, მკითხველს უფრო უადვილდება სათქმელის ფორმულირება. ამ ავტორის ემოცია მინავლდა ამ სამი ლექსით, უკეთ იცის მან, ასე ვფიქრობ. თუ ვინმე განსხვავებულად ფიქრობთ ამ სამ ლექსთან დაკავშირებით, გადახედეთ ავტორის წინა ნაწერებს და უფრო ადვილად მისაღები გახდება თქვენთვის ჩემი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით. ამდენი იმიტომ ვწერე რომ,
ჰერელი- ერთ-ერთი ნიჭიერი ავტორია, რომლის შემოქმედებას სულ ცოტა ხანია რაც ვეზიარე და მეპოზიტიურება რატომღაც. ახლანდელი გადასახედიდან (მოლოდინში) უფრო ფართო და საინტერესო ჩანს ემოციური თვალსაზრისით და არამარტო.
6. ქარი ღრუბლის კაბას უფრიალებს მთვარეს... უკვე ბნელა, იცი, ლიკ, ახლა ღამე ისე ჩუმი არი, მესმის მხოლოდ შენი სიცილი.
:) ქარი ღრუბლის კაბას უფრიალებს მთვარეს... უკვე ბნელა, იცი, ლიკ, ახლა ღამე ისე ჩუმი არი, მესმის მხოლოდ შენი სიცილი.
:)
5. +2 პირველი და მეორე მომეწონა. +2 პირველი და მეორე მომეწონა.
3. მეორე სჯობია ყველას,კარგია მეორე სჯობია ყველას,კარგია
2. ყოჩაღ +++++ ჩემთვის ერთ ერთი საუკეთესო თანამედროვე პოეტი ხარ... გაიხარე... გაფასებ ყოჩაღ +++++ ჩემთვის ერთ ერთი საუკეთესო თანამედროვე პოეტი ხარ... გაიხარე... გაფასებ
1. პირველი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსია.++++ პირველი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსია.++++
|
|
მონაცემები არ არის |
|
|