ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


მახსოვს

მახსოვს. პირველად რომ გესტუმრე, ჩაიდანში ჩაყოფილი „კიპიტელნიკით“ აადუღე წყალი და ყავა ისე დამალევინე, მე ცოტა ცხვირაბზუებული ვათვალიერებდი შენ სასახლეს და ახლა ყველაზე ცხადად თავდაყირა კედელზე მიჭედებული, შეღებილი სკამი მახსენდება , თავიდან ვერ მივხვდი და მერე მომეწონა, თუმცა მერეც ვერ მივხვდი,
მახსოვს . მეორედ რომ გესტუმრე, ერთმანეათის არჩეული სიმღერები, რომ არ მოგწონდა და არ ვიმჩნევდით, მე თვითონ რომ ჩავრთე ჩაიდანში ჩაყოფილი „კიპიტელნიკი“, მახსოვს კინოზე და კიდევ ათას რამეზე რომ ვილაპარაკეთ და რაღაცა არეული რომ მიყურებდი წამოსვლისას რომ მკითხე „ შენ ყველასთან ასეთი თბილი ხარო?“
მახსოვს . მესამედ რომ გესტუმრე...
არა გულახდილად გეტყვი მესამე სტუმრობიდან საერთოდ არაფერი მახსოვს.
.....................................................................................................................
ბოლოს შემთხვევით რომ შევხვდით ქუჩაში , რაც მითხარი და ისე მივიღე თითქოს არ დავიჯერე ეგ მახსოვს კარგად,
მეგონა რომ ადრე იყო და რაღაც ლოგიკური, თბილი ადამიანური მომავალი ექნებოდა ჩვენს „კიპიტელნიკით“ ადუღებულ ყავას და არ ვჩქარობდი, სამყარო ხო პატარაა და აბა სად გავექცეოდით და დავემალებოდით ერთმანეთს,
მარტო ერთი რამ გამომრჩა მხოლოდ ...
ამ სამყაროსაც აქვს გასასვლელი და ეგ არ მომფიქრებია.
მახსოვს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები