ნაწარმოებები


ნაწარმოებების შერჩევა უკრაინაში მიმდინარე ომის თემაზე შექმნილი ლექსებისა და მოთხრობების კრებულისთვის - დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თათა_გულიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2014


იყიდება სიყვარული!!

იყიდება სიყვარული,ალბათ გაგიგონიათ,
მსურველები არც თუ ბევრი,მაგრამ მაინც მოდიან,
ფასები კი შეთანხმებით,ზოგგან ცოტა ძვირია,
განსხვავებით,ახალი თუ უკვე გამოცდილია..

იყიდება ფულითაც და იქნებ ნივთშიც გაცვალოთ,
ქირაც არის,მაგრამ გული მალე უნდა დაცალოთ,
უანგარო სიყვარულზე რაც კი რამე გსმენიათ,
ტყუილია და მომგონებს ალბათ ძალზედ რცხვენიათ..

იყიდება სიყვარული,ფასებს თავად იხილავთ,
გამყიდველებს ჩვენი ცრემლი აღარ ყოფნით სიცილად..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები