დოსტოევსკი მოკვდა. თომას მანი მოკვდა. ქრისტიან ჰამსუნდი მოკვდა (ასე მოიხსენია კნუტ ჰამსუნი ჩემმა ერთმა ასოციალურმა მეგობარმა სოციალური ქსელიდან, რომელმაც, როგორც გენერალს ბეჯითმა ჯარისკაცმა, მიპატაკა, რომ ქრისტიან ჰამსუნდის ,,მისტიკოსები“ წაიკითხა ინტერნეტში და ძალიან მოეწონა. რა რჯიდა, ვერ გამიგია). გენერლის ხსენებაზე გამახსენდა, ამას წინათ გაბოც მოკვდა და გული დამწყდა არა იმდენად მის სიკვდილზე, არამედ იმაზე, რომ მისი პირადად გაცნობის შესაძლებლობა აღარ მომეცემა. მოკლედ, როგორც უკვე მიხვდით, ცოცხალი და საღ-სალამათი ვარ და ჩემი ახლოს გაცნობის შანსი ჯერ კიდევ გაქვთ. ჯანმრთელობას ჯერ არ ვუჩივი, თავიც მშვენივრად მიმუშავებს, მაგრამ იმდენად თავკერძა ვარ, რომ აუცილებლად უნდა გიკარნახოთ, ჩემს საზოგადოებაში მოხვედრის შემთხვევაში რაზე ისაუბროთ, მეტი შთაბეჭდილების მოსახდენად რომელი ავტორები ახსენოთ, მათი რომელი რომანები დააყენოთ დანარჩენებზე წინ. წინასწარ გაფრთხილებთ, სრულიად არ მაინტერესებს სპორტის არც ერთი სახეობა, განსაკუთრებით აღარ ვუყურებ ფეხბურთს, არც ტელევიზორში და არც სტადიონის ტრიბუნიდან (მქონდა რამდენიმე მცდელობა, მაგრამ ყოველ ჯერზე მხოლოდ გულშემატკივრის რეაქციიდან ვხვდებოდი, ,,ჩვენები“ რომლები იყვნენ. ერთხელ ისე შორსაც წავედი, რომ მხოლოდ მეორე ტაიმში აღმოვაჩინე, - მოწინააღმდეგის გუნდს ვგულშემატკივრობდი. ეს აღმოჩენა გახეთქილ წარბად და დალურჯებულ თვალად დამიჯდა, ასე რომ ისევ ჩემს მენტორულ თხრობას მივუბრუნდები, სპორტი კი, როგორც სასაუბრო თემა, დავხუროთ.). ქრონიკულად მეჯავრება პოლიტიკასა და რელიგიურ თემებზე კამათი: პირველს ვერასოდეს ეღირსება ჩემს გენიალურ მოთხრობებში ფეხის მოკიდება, რადგან ფეხებზე მკიდია (ეჰ, როგორ გააღიზიანებს ეს ფრაზა ჩემს მაღალფარდოვან მკითხველს!), მეორეს კი ხშირად მივმართავ, - ინსპირაციის მშვენიერი წყაროა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რელიგიური მრწამსი ჩემს ლიტერატურულ მრწამსს არასოდეს სცდება. სწორედ ამიტომ დავიწყე ამ წერილის წერაც მარკ ტვენის ცნობილი მონოლოგის პერიფრაზით (ვაღიარებ, ვიდრე პლაგიატში დამადანაშაულებთ). ეს წუთია კოღო შეიბრაწა იმ სანთელზე, რომლის შუქზეც ახლა ვწერ და ოთახში აუტანელი სუნი დადგა. ჰო, მართლა, არც სანთელზე, მთვარეზე, ვარსკვლავებზე და არც ყვავილების სუნზე ლაპარაკით ნუ მომაბეზრებთ თავს, რადგან არც იმდენად პოეტური ბუნების ვარ, თქვენ რომ გგონიათ. მასეთი მოსაწყენი თემები ისევე აყროლებენ ჩემს გუნება-განწყობას, როგორც ეს კოღო ჩემს ყნოსვას. კოღო ვიცი ქალაქში, ჩემს ოთახში, ჩემი სანთლის ალთან რა დაკარგა, ვერ გამიგია. როგორც უკვე ალბათ (იმედია) მიხვდით, ძალიან მიყვარს ჩემი სივრცე, რომელშიც დაუკითხავად შემოღწევის მცდელობა შებრაწვით არა, მაგრამ სირცხვილის გვარიანი ალმურით ისჯება, ასე რომ დაიცავით დისტანცია დიდ ადამიანებთან ურთიერთობაში და ნურც თქვენი სივრცის იზოლაციაში მომაქცევთ, რადგან ისე არაფერი მძულს, როგორც მე-ნაცვალსახელით დაწყებული წინადადებები, რომლებსაც ჩემი უკბილო რეპლიკები აუცილებლად ჩაანაცვლებენ. ჩემს სმენას ბანალური, საზოგადოდ აღიარებული, სტერეოტიპული მსჯელობაც აღიზიანებს და მისგან გაქცევის ხელოვნურობაც, ამიტომ შეიძლება დამაინტერესოს მხოლოდ თქვენმა აზრმა და არა იმან, რაც უკვე ითქვა ან ამ უკვე თქმულის ანტითეზამ. ჰო, ვერ ვიტან ჰიპოთეზებსაც, რადგან მკითხაობა არასოდეს მაინტერესებდა. ჩემი ინტერესის სფეროს ყოველთვის განეკუთვნებოდა თეატრი, მაგრამ მასზე ლაპარაკს ისევ კონკრეტული პიესების განსჯა მირჩევნია, რადგან არასოდეს მქონია თეატრში სასიარულო ფული და მხოლოდ რამდენიმე უნიჭოდ დადგმული სპექტაკლი თუ მინახავს, ისიც იმიტომ, რომ დასწრება თავისუფალი იყო. მაინცდამაინც შექსპირსა და მოლიერს ნუ ეცემით, რადგან მოფალოსოფოსო ჰამლეტებსა და ტარტიუფებს ქრონიკულად ვერ ვიტან, - იონესკოსა და სარტრზე ლაპარაკი მირჩევნია. თუ არ წაგიკითხავთ, თქვენთვისვე უმჯობესია, ჩემს სპექტაკლში უძრავ დეკორაციად დარჩეთ, ვინ იცის, იქნებ თქვენი დუმილი ძვირფას ლითონად მომეჩვენოს და ჩემს რომელიმე გენიალურ მოთხრობაში ვენერა მილოსელის ქანდაკებასავითაც კი აღგწეროთ. მოკლედ დუმილი არა მხოლოდ ლომბარდში ჩასაბარებელი მეტალია, ის შეიძლება ,,დიადმა ხელოვნებამაც უკვდავყოს“. ვიდრე ხელოვნების უკვდავების იდეით შემაწყვეტინებთ საუბარს, ხელოვნებისა და უკვდავების არსში გაერკვიეთ, მათი ურთიერთკავშირი კი მოგვიანებით განვიხილოთ, მას შემდეგ, რაც ნებისმიერი ხელოვნური კავშირივით დაინგრევა თქვენს თვალწინ, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ხელოვნება, რაც წამისმიერი და ნამდვილია, ხოლო უკვდავების იდეა კი ჩანასახშივე სიკვდილისთვისაა განწირული. მოკლედ დიდად ნუ მოიკლავთ თავს, თუ ჩემთან ნაცნობობა და შემდგომში დამეგობრება არ შედგება, სამაგიეროდ ავტოგრაფს ნამდვილად არ დაგამადლით. შეგიძლიათ მცირედ დაიხოცოთ თავები, რადგან კარგ ავტორებად ან კარგ მკითხველებად თუ ითვლებით ახლობელთა წრეში, ყოველ წაკითხულ კარგ წიგნთან ერთად ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), ყოველ ნანახ კარგ ფილმთან ერთად (იგივე, რაც წინა ფრჩხილებში) უამრავჯერ უნდა მოკვდეთ და მერე ფენიქსივით აღსდგეთ (როგორი ბანალურია ეს გამოთქმაც, ღმერთო!- მოკლედ არა ერთი გაცვეთილი ფრაზა გენიოსსაც დასცდებაო). შეცდომების არც მე მეშინია და ნურც თქვენ დაიღლით თავებს მათი არდაშვების მცდელობებით, გეშინოდეთ ისეთი შეცდომების, რომლებიც ჩემს ლიტერატურულ სალონში შემოსასვლელ კარს ჩაგირაზავთ, რადგან ლიტერატურა ეს მე ვარ! სადაც ამდენი მიგიკიბ-მოგიკიბეთ, სადაც ამდენი მკითხველი შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული დაგტოვეთ, ერთ ნამდვილ რჩევას (უამრავჯერ მოსმენილს ალბათ) აღარ დაგამადლით და თქვენ დროსა და ნერვებს მოვუფრთხილდები (არადა ძლივს ვიპოვე ერთიცა და მეორეც, რასაც უდავოდ იმას უნდა ვუმადლოდე, მთელი საღამოა დენი რომ არ მაქვს და მართლაც სანთლის შუქზე რომ ვირთობ თავს და იქნებ თქვენც გართობთ.): ნუ იქნებით ხელოვნურები ურთიერთობებში, გრძნობებში, აზრებში, ნაწერებში; გიყვარდეთ, რადგან სიყვარული იდეაშიც კი უკვე ძალიან მაგარია და მისი ფასი უსიყვარულო ადამიანებზე უკეთ არავინ იცის; იცხოვრეთ, ისეირნეთ, მეგობრები მოინახულეთ და მოიკითხეთ (არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში); ნუ მისცემთ დროს იმის უფლებას, რომ პულტით მართულ რობოტებად გაქციოთ; მოკლედ, დარჩით ადამიანებად და ასე ბანალურად დავასრულებ ამ წერილსაც.
00:51 19.08.2014წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. გაიხარეთ, მეგობრებო! როგორ მომნატრებია აქაურობა! არავის ვუცემივარ საფეხბურთო მატჩზე (ისე რაღა დაგიმალოთ და ცხოვრებაშიც ვერავის :) ) ამას ჰქვია ფანტაზიამ იქამდე გაშალა ფრთები, სადამდეც მიაწვდინაო :) ისე ამ ნაწერით თავფურცელიც მოულოდნელობაა :) მოკლედ მოკითხვები და სიყვარულები მეგობრებს! გაიხარეთ, მეგობრებო! როგორ მომნატრებია აქაურობა! არავის ვუცემივარ საფეხბურთო მატჩზე (ისე რაღა დაგიმალოთ და ცხოვრებაშიც ვერავის :) ) ამას ჰქვია ფანტაზიამ იქამდე გაშალა ფრთები, სადამდეც მიაწვდინაო :) ისე ამ ნაწერით თავფურცელიც მოულოდნელობაა :) მოკლედ მოკითხვები და სიყვარულები მეგობრებს!
14. არმენ, რა კაცი ხარ იმენა. რა გინდა, ამ ხუმრობა-ხუმრობაში მშვენიერი რაღაც გამოგსვლია, რაღაც დამრიგებლობითი ხასიათის ნაწერია. ეგ კი არადა, იმასაც მივხდი - რატომ აღარ უყურებ ფეხბურთს. რომ გცემეს გასაგებია, მარა ქართველი ფეხბურთელების შემყურეც, ალბათ. თურმე შექსპირის მოფილოსოფოსო გმირებიც არ გიყვარს, შენ კი არა და ახლა გამახსენდა ზუსტად, გენიოსი ჩაპლინიც, თურმე არ წყალობდა დიდად შექსპირს თვითონვე წერს. მოკლედ, რაღა თავი შეგაწყინო და 5-იანი პლიუსით. კარგი ხარ. არმენ, რა კაცი ხარ იმენა. რა გინდა, ამ ხუმრობა-ხუმრობაში მშვენიერი რაღაც გამოგსვლია, რაღაც დამრიგებლობითი ხასიათის ნაწერია. ეგ კი არადა, იმასაც მივხდი - რატომ აღარ უყურებ ფეხბურთს. რომ გცემეს გასაგებია, მარა ქართველი ფეხბურთელების შემყურეც, ალბათ. თურმე შექსპირის მოფილოსოფოსო გმირებიც არ გიყვარს, შენ კი არა და ახლა გამახსენდა ზუსტად, გენიოსი ჩაპლინიც, თურმე არ წყალობდა დიდად შექსპირს თვითონვე წერს. მოკლედ, რაღა თავი შეგაწყინო და 5-იანი პლიუსით. კარგი ხარ.
13. მარკ ტვენი ხარ რა, არმენ! :)
მარკ ტვენი ხარ რა, არმენ! :)
12. სიუჟეტს გთავაზობ და გაშალე შენებურად ფანტაზიის ფრთები. :)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 189. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა
1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს. :) ვნახოთ რა გამოვა...
სიუჟეტს გთავაზობ და გაშალე შენებურად ფანტაზიის ფრთები. :)
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. მუხლი 189. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა
1. საავტორო უფლების ობიექტზე ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება –ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით; ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, -ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს. :) ვნახოთ რა გამოვა...
11. რაო?...თავს ვირთობ სანთლის შუქზეო?...:)) მე მთელი სერიოზულობით წავიკითხე და მთელი სერიოზუობით მომეწონა მოაზროვნე ავტორის ავტოპორტრეტი...:-* და გულთბილი მოკითხა...:-* 5 რაო?...თავს ვირთობ სანთლის შუქზეო?...:)) მე მთელი სერიოზულობით წავიკითხე და მთელი სერიოზუობით მომეწონა მოაზროვნე ავტორის ავტოპორტრეტი...:-* და გულთბილი მოკითხა...:-* 5
10. გულითადი მოკითხვა ყველას! მომენატრა აქაურობა სოცქსელებიდან აღებული ერთთვიანი შვებულების შემდეგ. ეს რაღაცაც იმიტომ დავწერე , რომ სიუჟეტების კრიზისი მაქვს და უბრალოდ რაღაც უნდა დამწერა. მიხარია, რომ სწორად გამიგეთ. მოკლედ ცოცხალი ვარ, მომენატრეთ და ასე შეგახსენეთ ჩემი არსებობა :) ისე ბევრი ჩემი ვირტუალური მეგობარი ბევრ რეალურ ნაცნობზე მეტად მეძვირფასება და საერთოდ არც ერთი კრიტერიუმით ვარჩევ მეგობრებს. მეგობარი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, როგორც ჩემ ,,გადაკეთების" მცდელობას ვერ დავუშვებ ვერც ერთი მეგობრის მხრიდან, ისე არ მინდა არც ერთი ხელოვნურად ,,მორგებული" ადამიანი. მოკლედ ეს თემა შორს წაგვიყვანს და უბრალოდ მადლობა ურაკპარაკს, ისეთს, როგორიც არის, რომ არსებობს და აქ რომ მეგულებით. გულითადი მოკითხვა ყველას! მომენატრა აქაურობა სოცქსელებიდან აღებული ერთთვიანი შვებულების შემდეგ. ეს რაღაცაც იმიტომ დავწერე , რომ სიუჟეტების კრიზისი მაქვს და უბრალოდ რაღაც უნდა დამწერა. მიხარია, რომ სწორად გამიგეთ. მოკლედ ცოცხალი ვარ, მომენატრეთ და ასე შეგახსენეთ ჩემი არსებობა :) ისე ბევრი ჩემი ვირტუალური მეგობარი ბევრ რეალურ ნაცნობზე მეტად მეძვირფასება და საერთოდ არც ერთი კრიტერიუმით ვარჩევ მეგობრებს. მეგობარი ისეთი უნდა იყოს, როგორიც არის, როგორც ჩემ ,,გადაკეთების" მცდელობას ვერ დავუშვებ ვერც ერთი მეგობრის მხრიდან, ისე არ მინდა არც ერთი ხელოვნურად ,,მორგებული" ადამიანი. მოკლედ ეს თემა შორს წაგვიყვანს და უბრალოდ მადლობა ურაკპარაკს, ისეთს, როგორიც არის, რომ არსებობს და აქ რომ მეგულებით.
9. :)
მოკითხვა და წარმატებები არმენს. ნიჭიერი კაცი ხარ გაიხარე :)
მოკითხვა და წარმატებები არმენს. ნიჭიერი კაცი ხარ გაიხარე
8. კარგი იყო, მაგრამ ჰამლეტები და ტარიუფები მეცოდება:))) Mტლად ფალოსოფიობისტვის ვერ ვიმეტებ:) კარგი იყო, მაგრამ ჰამლეტები და ტარიუფები მეცოდება:))) Mტლად ფალოსოფიობისტვის ვერ ვიმეტებ:)
7. მშვენიერია!იუმორითა და სევდით გამსჭვალული. ირონიულიცა და თვითირონიულიც. ბრავო! მშვენიერია!იუმორითა და სევდით გამსჭვალული. ირონიულიცა და თვითირონიულიც. ბრავო!
6. რაღაც ისეა ნაწერი სულ არ იყო გამაღიზიანებელი, პირიქით :) :)
სანთლის შუქზე რომ ვირთობ თავს და იქნებ თქვენც გართობთ.): - კი ესეა :) მიყვარს სმილებ გარეული რაღაცები :))))
მა მოკლედ მე იმდენად ხშირად ვამბობ ,,მე"-ს რომ შანსი არ მაქვს :) :)
++ რაღაც ისეა ნაწერი სულ არ იყო გამაღიზიანებელი, პირიქით :) :)
სანთლის შუქზე რომ ვირთობ თავს და იქნებ თქვენც გართობთ.): - კი ესეა :) მიყვარს სმილებ გარეული რაღაცები :))))
მა მოკლედ მე იმდენად ხშირად ვამბობ ,,მე"-ს რომ შანსი არ მაქვს :) :)
++
5. ფუფუნებაა გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანები, როგორიც გსურს, "კომფოტიც" კი იშვიათი ხილია ურთიერთობებში :)
++ ფუფუნებაა გვერდით გყავდეს ისეთი ადამიანები, როგორიც გსურს, "კომფოტიც" კი იშვიათი ხილია ურთიერთობებში :)
++
4. საღოლ არმენ :))) არადა სულ სხვანაირი ხარ სინამდვილეში და რაც დასწერე,ვერასდროს აგრძნობინებ სხვას,შენ ხომ ესოდენ მომაბეზრებლად სათნო კაცი ხარ! ;):)))))))
ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5 საღოლ არმენ :))) არადა სულ სხვანაირი ხარ სინამდვილეში და რაც დასწერე,ვერასდროს აგრძნობინებ სხვას,შენ ხომ ესოდენ მომაბეზრებლად სათნო კაცი ხარ! ;):)))))))
ავტორი: არმენ არუთინოვი ჟანრი: იუმორისტული ჩემი შეფასება: 5
3. აი სრულიად შეუძლებელი იყო რომ რაიმეზე გამცინებოდა, არადა გამეცინა. კარგი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დისტანციურად ვიცნობთ ერთმანეთს. :) აი სრულიად შეუძლებელი იყო რომ რაიმეზე გამცინებოდა, არადა გამეცინა. კარგი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც დისტანციურად ვიცნობთ ერთმანეთს. :)
2. ცეცხლის ალს რომ არ ემსხვერპლა, ურთიერთობის თითქმის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. ის ხომ წინადადებას ,,მე,, -თი არასოდეს იწყებდა. )
ცეცხლის ალს რომ არ ემსხვერპლა, ურთიერთობის თითქმის ყველა კრიტერიუმს დააკმაყოფილებდა. ის ხომ წინადადებას ,,მე,, -თი არასოდეს იწყებდა. )
1. ჰოჰ,
თვით ლიტერატურა გვესაუბრებოდა მაშასადამე
მართლაც ბანალურად დასრულდა... არა და რა მაგრად დაიწყო ჰოჰ,
თვით ლიტერატურა გვესაუბრებოდა მაშასადამე
მართლაც ბანალურად დასრულდა... არა და რა მაგრად დაიწყო
|
|
მონაცემები არ არის |
|
|