| ავტორი: ტ ა ტ ო ჟანრი: პოეზია 4 სექტემბერი, 2014 |
ღამეა, მე კი ვზივარ და გიცქერ მძინარეს, მეუღლეს, დედას, ჩემი შვილების გამჩენს აღმა ავყვები ფიქრის მდინარეს სათავეში რომ მხოლოდ შენ დამრჩე...
ვხვდები, მოიმატა მკერდში გულის ძგერამ (გულო, გრძნობებით უტრფიალესო) თავში გამიელვა ფიქრმა გაიძვერამ რომ გაგაღვიძო და მოგეალერსო
ნახე, მზე ამოდის, შლის ღამის ნაკვალებს, მე კი განწყობა გამიჩნდა ისეთი რომ გული არ ფეთქავს უბრალოდ კანკალებს, და უკვე მზადა ვარ ვიყვირო ის ერთი -
სიტყვა, რომელსაც დაეკარგა თითქოს და ფასი სიტყვა, რომლის წარმოთქმის დროს მიმატებს ფეთქვა გულის, რადგანაც არ არსებობს სხვა სიტყვა მსგავსი სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ათასჯერ მეთქვა
მიყვარხარ!! მიწის პირიდან დაწყებული მეასე ცამდე; მიყვარხარ!! მთელი არსებით და მთელი გონებით; მიყვარხარ!! ყველა ცხოვრებაში, გთხოვ იმის გწამდეს, რომ მე, ფიქრი და ჩემი გული შენ გემონებით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
16. მეც ვიზიარებ იმ აზრს,რომ პოეზია უპირველესად გულწრფელობაა. შესაბამისად,მომწონს ეს მეც ვიზიარებ იმ აზრს,რომ პოეზია უპირველესად გულწრფელობაა. შესაბამისად,მომწონს ეს
15. უდავოდ კარგია,ბრავო! უდავოდ კარგია,ბრავო!
14. მე ძალიან მომეწონა 5 მე ძალიან მომეწონა 5
13. მეუგლეს მოეწონება უდაოდ :) მეუგლეს მოეწონება უდაოდ :)
12. აღმა ავყვები ფიქრის მდინარეს სათავეში რომ მხოლოდ შენ დამრჩე... ++ აღმა ავყვები ფიქრის მდინარეს სათავეში რომ მხოლოდ შენ დამრჩე... ++
11. ყველაზე სრულყოფილი ლექსის პირველი სტროფია და მიუხედავად შემდეგ დაკარგული თუ არეული რიტმისა, ეს პოეზიაა, კარგად მოაქვს ცხელი ემოცია, ჩემთვის ლექსი ჯერ განცდაა და მერე ერთვება რაციო!!! სხვათა შორის, კარგად გამოგდით ანჟანბემანი... 4 ყველაზე სრულყოფილი ლექსის პირველი სტროფია და მიუხედავად შემდეგ დაკარგული თუ არეული რიტმისა, ეს პოეზიაა, კარგად მოაქვს ცხელი ემოცია, ჩემთვის ლექსი ჯერ განცდაა და მერე ერთვება რაციო!!! სხვათა შორის, კარგად გამოგდით ანჟანბემანი... 4
10. მთავარია ნამდვილია..პოეზია სიტყვებით თამაში არაა!
მთავარია ნამდვილია..პოეზია სიტყვებით თამაში არაა!
7. დასტური ბოლო კომენტარს :) დასტური ბოლო კომენტარს :)
6. 3 ეგეც სიყვარულს და არა ლექსს :) 3 ეგეც სიყვარულს და არა ლექსს :)
4. მეუღლეს მოეწონება!
პოეზია კი ბევრად სულსხვა რამეა მეუღლეს მოეწონება!
პოეზია კი ბევრად სულსხვა რამეა
3. თავში გამიელვა ფიქრმა გაიძვერამ რომ გაგაღვიძო და მოგეალერსო ++
გულწრფელობა მომწონს მე ამ ლექსში
თავში გამიელვა ფიქრმა გაიძვერამ რომ გაგაღვიძო და მოგეალერსო ++
გულწრფელობა მომწონს მე ამ ლექსში
2. რაღაც არის ამ ლექსში რაც მომწონს წარმატებები +2 რაღაც არის ამ ლექსში რაც მომწონს წარმატებები +2
1. არაა ეს ჩემთვის პოეზია არაა ეს ჩემთვის პოეზია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|