ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
5 სექტემბერი, 2014


მე არავინ მყავს....(ექსპრომტად)



მე არავინ მყავს,
ვისთანაც ბოლომდე თავისუფალი ვიქნები.
თუმცა მე მყავს ხალხი
რომელთაც ვუყვარვარ
და
სანაცვლოდ სიყვარულს მთხოვენ.
ლაშა მარგიანი.



მე, არავინ მყავს ვინც მოვა ჩემთან
და სიყვარულით არ „დამთხრის თვალებს“,
ყველამ წაიღო რაღაცა ერთობ...
მაინც შევძელი, რომ ღმერთი მწამდეს.

სამაგიეროდ ითხოვენ ღიმილს,
სიხარულის, წილ ითხოვენ ხალისს.
მე, არავინ მყავს ვინც მოვა დღისით
და ჩაძინებულს დამტოვებს ღამიით.

რა უანგარო გრძნობაა სევდა,
როცა დარდობ და არაფერს ელი
სანაცვლოდ.... და ვერც გამხელას ბედავ,
როგორ გაღელვებს ვიღაცის ბედი.

მე, არავინ მყავს ვისაც ვუყვარვარ
და მის სანაცვლოდ არაფერს ითხოვს.
უბრალოდ მეტყვის:“ გმადლობ, რომ მყავხარ
და რად მიყვარხარ არასდროს მკითხო“

მე, არავინ მყავს ვისაც ვუყვარვარ
და ამის ნაცვლად არ ითხოვს ღიმილს.
რაღაცას ითხოვს ჩემგან სულ-ყველა
და ამიტომაც არაფრად მიღირს,
ეს სიყვარული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები