ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


ქარია

გარეთ ქარია. ო, ისე ძლიერ...
მოუცვამთ ქუჩებს ფოთლების მარში.
ამდენი ფიქრით დამემტვრა სული,
როგორც დიდ ხეებს ტოტები ქარში...
ღამდება ნელა...
თენდება სწრაფად...
კედლებზე ლანდებს ცვლიან ლანდები.
ქარია გარეთ. მე მაინც მჯერა,
ჩემთან მოხვალ და გამეხარდები.
ამოვარდება ქარიშხალივით
გული
და მოჰფენს სიტყვებს ქალაქად.
ქარია, სეტყვა და ურაგანი,
ქუჩაში შენი უცბათ დანახვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები