ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


რატომ არ ყრია ფოთლები ძირს?!

ვერ ვხვდები რა მჭირს?!
მთვარეულივით ზეზეულად დავდივარ მარტო...
ძილ-ღვიძილი ვერ გამირჩევია
უმიზნოდ დავბორიალებ!
უფრო და უფრო ვრჩები მარტო საკუთარ თავთან,
                                        საკუთარ ცარიელ სულთან.
საკუთარმა თავმა ჩამითრია და
                                          ვერ ვფხიზლდები!
რაღაც ირეალურ სამყაროში გადავიკარგე!
წიგნის გვერდებზე ჩავრჩი.
ვიღაცის გენიალურ ფრაზებს შორის ვიკარგები.
მანდ რა მინდა? რატომ დავხეტიალობ?!
საკუთარი სულის დაკარგულ მეორე ,,მე"-ს ვეძებ და,
                                პირველსაც ვკარგავ...
გაგიჟებას რამდენიმე ფრაზა მაკლია!
ჩემამდე კი უკვე მერამდენედ გავლილი უამრავი ნაბიჯი მაშორებს...
ვერც ტკივილს ვგრძნობ, ვერც ღიმილს!
ვერ აღვიქვამ ჩემს ახლანდელ სამყაროს, ჩემს ირგვლივ ყოფას
სურვილს ვეძებ, საკუთარ სურვილს
ვგრძნობ რომ შენც კი ვერ გამიჩირაღდნებ სიცოცხლეს!
და მაინც გეცადა იქნებ..
სული ნაკუწ-ნაკუწ მაქვს დაფლეთილი
ვერც ცოდვას ჩადის და მაინც  არ არის უცოდველი.
სიკეთის მიღმაა, მაგრამ არც მთლად ბოროტი
მარტოსულია უბრალოდ, თუმცა არ იბოღმება ჯერ!
დალექილია, ფსკერამდე დაეშვა
პირთავმდე ავსება ჭირდება, მაგრამ სად არის საწყაული??
შეჩერდი!
დრო მელოდება როდის გადავწყვეტ რამეს,
მე კი ქარის სუნთქვას ვუსმენ, მის ჩურჩულ და არაფრად ვაგდებ მის ბორგვას.
რატომ არ ყრია ფოთლები ძირს?!
ჩემში შემოდგომამ დაისადგურა ფოთოლცვენის გარეშე, განცდების გარეშე
მივდივარ თავდახრილი და ვერაფერს ვგრძნობ!
არაფერი მესმის, ჩქამიც,
და ვხედავ მზის პატარა სვეტებს ჩემს წინ რომ ატუზულან მხარდახარ,
იმედს აკავებენ, შუქს აშუქებენ ჩემს ჩამუქებულ სულს.
მაგრამ ახლა ხომ შემოდგომაა და მზესაც მხოლოდ ცივი სინათლის უნარი აქვს და სითბოსი არა!
აღმაფრენა სურს ჩემს სულს!
მხატვარი რომ ვიყო დიდი სიცარიელეს დავხატავდი და შიგ დიდ წითელ გორგალს,
                                                                                                        იმედს, იმედის შუქს!
მოდი დიდი გასეირნება მოვაწყოთ!
მომეშველე თორე ნარკოზიდან ვეღარ გამოვდივარ!
მთვრალი არ ვარ, მაგრამ არც ფხიზელს ვგავარ.

ბუნებამ მიხმო,
მისი წილი ვარ და ჩემს წილ ბედნიერებას ვითხოვ!
ხალხნო ჩემგან რას მოითხოვთ?!

რა მინდოდა, რას მოვდიოდი ამ ქვეყნად?!
თუმცა ალბათ იქაც არ იყო ჩემი ადგილი და აქ გამომაგდეს,
                                                იქნებ ვინმეს გამოადგესო..!
მაგრამ მგონი ის ,,ვინმე" იქ დარჩა და ერთამნეთს ავცდით
                                                      და საზღვრებს ვერ გავცდით
                                            უერთმანეთოდ!

ამ სისხამ დილით მოვიდა მცირედი კმაყოფილება და მომიტანა სევდის ნამცეცები გამოსაკვებად!

თვალს ცრემლი მოსწყდა, ცრემლს დარდი ჩემი!
ვაიმე ღმერთო, ნუთუ ვერ გადავრჩები??

სისუსტემ დამავალა დანის ალესვა,
იმას დაარტყი ვენსც შენ გავნებსო,
და მსგავსიც ვერავინ ვნახე ჩემ მეტი,
თავბრუ დამესხა, დამეცა რეტი!

ღვთისმშობელმა მირჩია მე მოლოდინი,
                                            ჩემი ბედის,
ვდგავართ გზის პირას  მეც და ჩემი ანცი ლოდინი
                                                        და ისევ გელის
დღეს, როცა ბოლომდე შევავსე ფურცელი
და უშენობას რომ გავუძელი!


                                            23.11.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები