ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2014


შვილის მაგივრად დაწერილი ლექსი

წლებია
სარკეში ირეკლება დედის თვალები
და მუჭში მომწყვდეული ცრემლი
უბეში პოულობს ადგილს....
დედა-ჩემი კი დგას თმაგაშლილი,
როგორც ქანდაკება
და ტკივილშემხმარი თვალებით
უყურებს წარსულს.
ჩვენ, ორი წყვილი თვალი
მეხამრიდებად ვქცეულვართ....
დედის თბილი ხელისგული
გვეხება თმებზე
და ყელში ეჩხირება სიტყვები:
„ყველაფერი კარგადაა“.
მე ვიცი, რომ ეს მყიფე სიტყვებია,
რომ ტკივილიანია მისი ყველა დილა...
წლებია,
ფანჯრის მინაზე შრება დედის თვალები
და ზურგზე ხურჯინივით
ჰკიდია მარტოობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები