ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2014


* * * * * *

მოდი და ერთხელაც იქნება მეჩვენო?
გაჭერი ნათელი დარაბა კედელში:
ჰაერის, სინათლის მაგივრად - შენ შემო,
ანდაც, სამუდამოდ - შემეშვი! შემეშვი!

შენ არა, ეს, მე ვთქვი შენს ცეცხლზე უარი, -
რომ მიედ-მოედო ფიქრივით ჩემს უღრან
გრძნობებს და არ ვიცი საშველი თუ არი,
შემეშვი ბოლომდე! ნუ მოხვალ! სულ ნუღარ!

თუ მაინც მოხვალ და... ფუძიდან მიშენე!
შენ, ჩემი თვალების დარაბებს შიგნიდან
გახედე სინათლის "საამურ სიმშვენეს"
და მერე მითხარი, რა გამოგივიდა:

ვარდისფერს თუ ნახავ ცას, ან სხვა რაიმეს,
ჩემს ხელში თუ ეკლდა საწვავი იმ ცეცხლსაც...
მზადა ვარ, ამ ერთხელ სიჩუმე დაირღვეს,
რომელსაც ეს გული უშენოდ მიეცა

და გითხრა, რომ სადღაც, ცხრა მთას და ზღვას იქით,
ტყავს იცვლის გველივით მცოცავი ჩემი სვე.
მოდი და ერთხელაც მეჩვენე - ნატიფი,
ანდაც, სამუდამოდ, სვედ დარჩი გველისვე.






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები