მთელი ორი წელი, გააფთრებული ვეწინააღმდეგებოდი მის შემოსვლას ოჯახში. არ მინდოდა ყოველდღიურობის საამო რუტინის დარღვევა. " არ დამანახო! ვერ ავიტან!". უკიდურესად კატეგორიული ვიყავი, მაგრამ სიყვარულს წინ ვინ დაუდგება?! მაინც მოიყვანა ჩეემმა შვილმა, პატარა, შავგვრემანი, ქარვისფერთვალებიანი. პირველ დღეებში მოწყენილი იყო. ხშირად ტიროდა კიდეც. დედასთან განშორებას დარდობდა. მებრალებოდა, მაგრამ გულს მაინც არ ვუღებდი. თავსზემოთ ძალა არ იყო და ნელნელა შევეჩვიე. მერე - კიდევ უფრო, კიდევ და ბოლოს შემიყვარდა კიდეც. დღეს უკვე, (გეფიცებით) შვილებში არ გამომერჩევა. ან, როგორ შეიძლება არ შემყვარებოდა, როცა თვითონ მთლიანად გული და სიყვარულია. ოჯახის ყველა წევრი კი არადა, ყველა ცოცხალი არსება უყვარს. ყველას ეალერსება. უანგაროა. მისთვის სულერთია, თავად მის მიმართ რა გრძნობები აქვთ. საკმარისია, რომელიმე, თუნდაც ოცი წუთით გავიდეთ სახლიდან და დაბრუნებულს ისეთი აღტაცებით გვეგებება, თითქოს მთელი მარადისობა არ ვუნახივართ. ხტის და ცეკვავს სიხარულისგან. სტუმარზე გიჟდება. ზარის ხმაზე, ეგრევე თვალები უბრწყინდება და მაშინვე მის რომელიმე ნივთს, დაუშურველად აწვდის შემოსულს. ბევრი ნაკლიც აქვს: ჰიგიენასთან მწყრალადაა. იატაკზე დავარდნილ საჭმელს ეგრევე პირისკენ მიაქანებს, მაგრამ დიდი ამბავი, “პირში ჩამავალი არ ბილწავს, არამედ - პირიდან გამომავალი, რადგან ის გულს გამოივლის.” მისი გული კი სიყვარულით არის სავსე. ბანაობა და კბილების გახეხვა ჭირივით ეჯავრება. ხანდახან ვანდალური გამოხდომებიც აქვს. ერთხელ შევესწარი, თაროდან შტეფან ცვაიგი ჩამოეღო და ფურცელ-ფურცელ ანადგურებდა. ყველაფერზე თვალს ვხუჭავ. ორთავემ ვიცით: ოჯახური ჰარონია ურთიერთდათმობაზე დგას. სიყვარული ისაა, ვინმე თავისი ღირსებით და ნაკლით რომ გიყვარს. აბა უნაკლოს და იდეალურის შეყვარება რა დიდი საქმეა. მისთვისაც რომ შეგეძლოთ კითხვა, ალბათ ჩემს ნაკლზეც ბევს მოგიყვებათ: ყველაფერს ვუშლი და სულ თავზე დავყვირივარ; თავის ნებაზე ავეჯი ვერ დაუღრღნია და შპალერი ვერ ჩამოუხევია. ხანდახან, როცა მოიწყენს და თვალებში ნაღველი ჩაუდგება, ქრისტიანისთვის ჩასაქოლ-მკრეხელური აზრები მებადება და რეინკარნაციის შესაძლებლობას ვუშვებ. ვინ იცის, იქნებ წინა ცხოვრებაში სიყვარულის ნაკლებობა სჭირდა. მაშინ გოროზს, ამპარტავანს და ყინულივით ცივ ადამიანს, ახლა, ჩვენი გაგებით, დაბალ არსებად მოვლინებულს გამოუთქმელი სიყვარული მიესაჯა, სიყვარული, რომლისთვისაც ვერასდროს მიიღებს სათანადო, შესაფერ საზღაურს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. სიყვარულიანი მონათხრობია, მომეწონა... :) სამწუხაროდ სადაო არ არის ის ფაქტი, მითუმეტეს ჩვენ დროში, რომ ეს მოსიყვარულე არსებებები ადამინებზე ბევრად ერთგულები არიან... სიყვარულიანი მონათხრობია, მომეწონა... :) სამწუხაროდ სადაო არ არის ის ფაქტი, მითუმეტეს ჩვენ დროში, რომ ეს მოსიყვარულე არსებებები ადამინებზე ბევრად ერთგულები არიან...
4. დასასრული ზოგჯერ ტკივილის უცხოსთვისგაზიარება უფრო გიადვილდება, ვიდრე იმისთვის, ვინც ეს ტკივილი შენთან ერათან გადაიტანა. ხოლო გაზიარება ამსუბუქებს მძიმეს. მან გუშინ დაგვტოვა. იქნებ არც იყო საჭირო უფლის იდუმალებაში კირკიტი.
სიკვდილი მათთანაც იგივე რიტუალს ასრულებს დაუფლებისას, რასაც ჩვენთან. დასასრული ზოგჯერ ტკივილის უცხოსთვისგაზიარება უფრო გიადვილდება, ვიდრე იმისთვის, ვინც ეს ტკივილი შენთან ერათან გადაიტანა. ხოლო გაზიარება ამსუბუქებს მძიმეს. მან გუშინ დაგვტოვა. იქნებ არც იყო საჭირო უფლის იდუმალებაში კირკიტი.
სიკვდილი მათთანაც იგივე რიტუალს ასრულებს დაუფლებისას, რასაც ჩვენთან.
3. რა კარგია...:-* რა ნაცნობი განცდებია...და რა ცოცხლად მოტანილი მკითხველთან...მშვენიერია, საყვარელით გამთბარი ნაწერია...
რა კარგია...:-* რა ნაცნობი განცდებია...და რა ცოცხლად მოტანილი მკითხველთან...მშვენიერია, საყვარელით გამთბარი ნაწერია...
2. შავი ლაბრადორია, ბაქსი ქვია. შავი ლაბრადორია, ბაქსი ქვია.
1. რა ჰქვია ამ ქარვისფერთვალებას? :)
მართლა ისეთი უანგარო სიყვარული იციან...
რა ჰქვია ამ ქარვისფერთვალებას? :)
მართლა ისეთი უანგარო სიყვარული იციან...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|