ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 სექტემბერი, 2014


,,ჩემი პატარა ოცნება"

ცხოვრების გაკრული ხელით ნაწერი გვერდები, მაგრამ...
ოდესმე ცხოვრება ლამაზად გამოყვანილი ასოებით შეგივსებს ფურცლებს!
აღარ მინდა ტკივილი, ნაჩხვლეტი გულში,
უკვე ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვარ!
ისიც ვიგრძენი, რომ სხვაგვარადაც შეიძლება სიცოცხლის შეგრძნება,
ბედნიერებეით!  (ნუთუ ის ასე შორს არის ჩემგან?!)
რაც ვისურვე ცხოვრებისგან ის მივიღე და დავიმსახურე კიდეც ალბათ, ტკივილი...
მაგრამ ახლა ცხოვრებას კიდევ ერთი კაპრიზის ასრულებას ვთხოვ,
მინდა ბედნიერი ვიყო!
აღარ მინდა ჩემს ,,ადამიანურ სევდას" კიდევ მიემატოს სევდა
დარჩეს მხოლოდ გაფერმკრთალებულ ტკივილიან მოგონებად...
რით ვერ შეამჩნია ვერავინ ჩემს სულში არსებული სიყვარულის უზომო წადილი?!
რით ვერ დააფასეს?!
რომანტიზმი სისულელეში მერევა!
ჰო სისულელეა, როცა იცი რომ ვერ დააფასებენ,
როცა იცი რომ უბრალოდ ვერ შეძლებენ დააფასონ, დაინახონ...
და ამ ფურცლებსაც გაკრული ხელით ვწერ.
ნეტა როდის უნდა ვისწავლო ლამაზად წერა???
თავდადება, თავგანწირვა, თავმდაბლობა...
                                                                              თავნება, თავკერძა, თავაშვებული...
პირველნი კუთხეში რჩებიან, მეორენი?..
მეორენი კი აგერ ეს შენ ხარ, მე და ის, იქით რომ მიდის უსწორმასწორო გზით...
რატომ ვარჩევთ ტკივილის შემსუბუქებას თავის მოტყუებით?!
ესეც პატარა ეგოიზმია, საკუთარი თავის უანგარო სიყვარულია (სხვისი შეყვარება არ შეგვიძლია და..)
საკუთარ თავზე ზრუნვაა, საკუთარ გულზე, რომ დროზე ადრე არ გაჩერდეს და ისევ გვატაროს უსწორმასწორო გზით..
მაგრამ თუ გაჩერდა, ის დროზე ადრე ვერ იქნება, სწორედ რომ დროული იქნება, და მაინც უდროო გვეჩვენება.
სარკეში ვიხედები და საკუთარ გამოსახულებას ვერ ვცნობ და ვფიქრობ, აქ რას ვაკეთებ??
ალბათ იმიტომ, რომ იქ ჩემი სულის ანარეკლი არ ჩანს!
ოცნებასაც ვერ ვბედავ!
არ ვიცი როგორ ვიოცნებო.
არა უფრო სწორედ კი ვიცი, მაგრამ მეშინია...
მეშინია ძალიან უტოპიური არ გამომივიდეს ან არაადამიანური.
და ამ ორ უკიდურესობას შორის ვერ მიპოვნია ,,ჩემი პატარა ოცნება"!
ალბათ ოცნებაზე ოცნება მომიწევს.
რამეზე ხო უნდა ვიოცნებო, თორემ უკვდავი იმედიც ვეღარ მიხსნის სასოწარკვეთისგან...
ისევ რაღაც მაკლია, ან ვიღაც...
და ისევ თეთრ ფურცელთან მოვედი ჩემი სევდებით და იმედებით, ტკივილით და შვების საპოვნელად...
ახლა კი წავალ და...
რა გული დაგწყდა?...?
მოვალ ისევ :)
რადგან კიდევ მეტკინება,
კიდევ ბევრჯერ მეტკინება, სანამ შენამდე მოსვლას შევძლებ.
მაგრამ მაინც შევძლებ!
და თუკი ვერ შევძლებ უკანასკნელ ამოსუნთქვას ქარს შენთან გამოვატან და ის ჩემთან მოგიყვანს.
მერე ვეღარ შეძლებ დამკარგო!


                                                                                  10.07.2010
                                                                                      03:00

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები