ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: საბავშვო
17 სექტემბერი, 2014


ამელის დღიური

მე ამელი ვარ მონპელიედან..ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო ,აი ისეთი ჩვეულებრივ სკოლებში რო სწავლობენ..მეც სხვა გოგონებივით დავდივარ სკოლაში,ოღონდ ჩემი კლასელი გოგონებისგან განსხვავებით ფლეიტაზეც ვუკრავ...კიდე ძალიან მიყვარს შოკოლადები და ფრანგი გოგოსაგან რა უცნაურადაც არ უნდა გეჩვენოთ,სულაც არ მიყვარს კრუასანები...მაქვს წითელი ან უფრო ცეცხლისფერი,ბურბუშელებივით თმები,სახეზე და მხრებზე სულ ყვითელი ჭორფლები მაყრია,მზემ მაჩუქა..ჰოო,მზემ..სკოლაში გოგონები დიდხანს დამცინოდნენ,მაგრამ მერე პიტერი გადმოვიდა ჩვენს კლასში,ყველაზე სიმპატიური ბიჭი მთელ სკოლაში და ჩემს გვერდით დაჯდა,რა ლამაზი თმები გაქვსო მითხრა...ამის მერე ყველა გოგო ჩემნაირ თმებზე ოცნებობს,მაგრამ მზემ მხოლოდ მე მაჩუქა...თავზე სულ ფერადი ქუდები მაფარია,ბევრი მაქვს,სხვადასხვა ფერის,როგორ ხასიათზეც ვარ,იმ ფერის ქუდს ვიხურავ ხოლმე,წინდებსაც ისეთივეს ვიცმევ,მოვიკიდებ ჩანთას და სკოლაში გავრბივარ..
სახლში მე და მამა ვცხოვრობთ,დედა დიდი ხანია წავიდა,არც კი მახსოვს როგორია..მამა იშვიათად ლაპარაკობს დედაზე,არც მე ვეკითხები,არ მინდა ზედმეტი კითხვებით თავი მოვაბეზრო..ჩვენ ორნიც ძალიან ბედნიერები ვართ..მამა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,მაგრამ ხშირად სევდიანია,მგონი ჩუმად ლექსებსაც წერს,მაგრამ არ ამბობს,ალბათ ოდესმე მანახებს თავის ლურჯ ბლოკნოტს,უჯრაში რო მალავს..გონია ვერ ვხვდები..
ჩვენ ხშირად დავდივართ კინოში,ვყიდულობთ ბევრ პოპკორნს და ვუყურებთ საბავშვო და სასაცილო ფილმებს..ხანდახან ისეც ხდება,სერიოზული ფილმი გადის,მაგრამ გვწყინდება და შუა ფილმის დროს გამოვდივართ,პოპკორნს ჩიტებს ვუყრით და ვუყურებთ როგორ გახარებული კენკავენ..მერე დიდხანს ვსეირნობთ,მე ასკინკილით მივყვები მამას და ბევრს ვლაპარაკობ..მამა არასოდეს მეუბნება-გაჩერდი,რამდენს ლაპარაკობო..ხან თვითონაც პატარა ბიჭივით იქცევა და ორივე ბევრს ვიცინით....მოკლედ არც ისეთი სერიოზულია,როგორც სხვა მამები,მხოლოდ მაშინ,როცა მე და პიტერი გასეირნებას გადავწყვეტთ,წარბებს შეიკრავს,პიტერს ხელს ჩამოართმევს და ეტყვის:აბა შენ იცი,ემილის მიხედე! და თვალს ჩაუკრავს..
პიტერი?.....პიტერზე აუცილებლად მოგიყვებით..ოღონდ ეხლა უნდა გავიქცე,მუსიკის მასწავლებელი მოვიდა.....შეხვედრამდე....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები