ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კენტავრი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 სექტემბერი, 2014


არ ვიცი

მცხელოდა , მაგრამ არ მიძებნია  სიგრილე.
მციოდა, მაგრამ  არ მითხოვია  საბანი,
სუყველა ერათდ ვიტვირთე
ცალ-ცალკე გადასატანი.
მშიოდა მაგრამ არ ვჭამე
მწყუროდა, მაგრამ  არა ვსვი.
ერთ მზის ჩასვლაში ვიცხოვრე
თითქოს ცხოვრება ათასი.
მივეჯაჭვე და წავედი,
გავექეცი და დავბრუნდი,
დამიტირა და გავცოცხლდი,
გამიხსენა და დავდუმდი.
ვურალატე და მიღიმის,
ეწვის მახვილი დავუსვი,
დავემალე და მიპოვა
მიყვარდა მაგარმ გავუშვი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს