ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 სექტემბერი, 2014


ტრასის მელა

    უბანში ყველა ტრასის მელას ეძახდა. ამბობდნენ, მამამისი ადრე  „გაიშნიკი“    იყოო.  სახელიც მამისგან შეერქვა, თუმცა,
სულაც არ სწყინდა, ანდა,  შეიძლება ჩემგან არ სწყინდა. 
ვიცნობდი მაშინ, როცა ქუთაისში ვცხოვრობდი. 
  ბესო ,  ჩემებურად ბესე,  ჩემი ძმა და მეგობარი იყო. რანაირი ძმა და იმნაირი, ბიჭები და გოგოები რომ მეგობრობენ, ერთმანეთს არაფერს რომ არ უმალავენ და რაღაც ჯიგრულად რომ არიან ერთმანეთთან . მე სხვანაირი მისგან არაფერი შემინიშნავს და არც მინდოდა დამენახა, თუმცა ვიღაცვიღაცეები  მაგონებდნენ,  უყვარხარო...არ ვიცი...მეეჭვება. ვითომ ასეთი ბრმა ვიყავი?
    ისე ცოტა „შავი ‘“ კი იყო.  უბანში თუ რამე გატყდებოდა, ბესეს ბრალდებოდა. ერთხელ „სროკზეც“ იყო,  2 წლით დაიკარგა და როცა გამოვიდა,  მე  მაშინ გავიგე , რომ თურმე „აგარაკზე“ ყოფილა.
  ----ბესე ბესე,  ჩემი ბარტყი ვინაა? -- რომ ვკითხავდი,  იუარებდა და მეტყოდა:
  ---აბა,  აბა,ბარტყები ბუდეში ვიცი მე, დედასთანო.
    დამთავრებით კი დაამთავრა კბილის ტექნოლოგიური,მაგრამ კბილის რა გაეგებოდა .  მე მგონი ტრასის მელას მამის, უფროსი ტრასის მელის დაჟინებით  ქონდა დამთავრებული.

  გოგონებს ცოტა კიდევაც ეშინოდათ მისი.  მე რისი მეშინოდა, ჩემი ბესე იყო და  პირიქით "ვაშინებდით" ვიღაცეებს ერთად.
  თუმცა უბანში პატივისცემა და ზრდილობა ჩემთან არავის ეშლებოდა.....რაღაცით  მურტალოს და ინგას მაგონებდა ხოლმე ჩვენი ურთიერთობა, თუმცა სიყვარულზე კარტი არ ყოფილა გახსნილი...
თუ ვკითხავდი, ცოლი რატომ არ მოგყავს მეთქი,მეტყოდა,  გამირიგე მერე კაი გოგოო და თვალს ჩამიკრავდა.

                  -
  გათხოვების მერე ვეღარსად  ვნახულობდი. მე ბათუმში ვიყავი, ის ხან სად და ხან სად...ოთხი წლის წინ  ისევ შევხვდი,ორი დღით ვიყავი ქუთაისში ჩასული.
--მარუს, როგორ ხარო,  ყველაფერი გამომკითხა...მეც,  როგორც მჩვეოდა ვუთხარი ჩემი სიგიჟეების შესახებ და ისიც ვუთხარი, ერთი ადამიანი მავიწროებს მეთქი.  გაგიჟდა შენი ტელეფონი დამიტოვე და  თუ მის ნომერსაც მეტყვი,მე ვიცოდე და იმანო. მე, რა თქმა  უნდა უარი ვუთხარი, თვითონ მოვაგვარებ მეთქი....უცებ მისი კვალი დაიკარგა....სამი დღის  მერე ფეისბუქზე მომწერა:

  --მარი,მე ახლა რაჭაში ვარ,  ბიზნესი წამოვიწყე და ყურძნის შესყიდვაზე ვმუშაობ . კაი "ხვანჭკარა" უნდა დავაყენო. ჩვენ რომ გაგვეხარდება ისეთიო. მერე  დაამატა,    „ ის“  შენ  მეტად აღარ შეგაწუხებსო.
      მეორე დღეს გავიგე, ქუთაისში  ოფისი გატყდა , ბესე კი  რაჭაშია დამალული.  რა ბიზნესი, რისი ბიზნესი.....რაჭაში მაშინ ინტერნეტი არ იყო, ხოდა სამ სოფელში ვიარე,სანამ მაგთი ფიქსი არ „ვითრიე“და არ დაგიკავშირდიო. რიგრიგობით
შემოდიოდა ხან სკაიპში და ხანაც ფეისბუქზე,  ერთდროულად რომ ვერ „ქაჩავდა“.  ტელეფონი კი ისმინებოდა..მემუქრებოდა, ჩამოვალ და მე შენ გასწავლი ჭკუას,  სულ კომპთან რომ ზიხარო.

    დღემდე არ ვიცი,როგორ გაიგო , ვინ იყო ჩემი ''შემაწუხებელი"",ან რა უთხრა. 
  ვიცი მარტო ის,  რომ ჩემგან  ორას  მეტრზე რადიუსში  აღარ მოახლოებულა. 

      მე მუდმივად ვგრძნობდი,  რომ ბესე  ჩემს  სიახლოვეს იყო.  უხილავი ძაფები ძალას მაძლევდა.

      ამ რამდენიმე თვის წინ კი ბათუმში მომაკითხა .  სკოლასთან დამხვდა..ძვირფასი სუნამო მაჩუქა. არ დაიწუნო,არ ვიცოდი რომელი გიყვარსო, მომიბოდიშა.დედა საბერძნეთში ყავდა და არ ვიცი, თურქეთში მიდიოდა თუ საბერძნეთში....რაღაც ალბათ მაშინაც ქონდა“ნაგლახავები“,  თორემ ისე არ წავიდოდა....ჩამეხუტა,მაკოცა და  წავიდა და წავიდა...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები