ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
25 სექტემბერი, 2014


ექსპრომტი (ულექსოდ ღამენათევი)

რაღა ვქნა მერე, ფურცლის ლოგინში
პოეზიამაც თუ მიიძინა;
თუ ცარიელი იარუსები
ელიან სიტყვებს, ვით ახალ ამბებს...

რაღა ქნას ლექსმაც, თუკი სიმძიმედ
ადევს რითმები, როგორც პროთეზი -
- მოვა და მომკლავს ძლივს მიძინებულს;
"გაიპარაო" - მერე იტყვიან...

რას იზამთ მერე, თუ იმ ფურცლებში,
უბნელეს ღამეს გაიგებთ კვნესას
და სანთლის შუქი, ვით პროექტორი,
ჩემს სულს კედელზე ამოაჩრდილებს?

"ფუი ეშმაკსო" - იტყვით და ალბათ,
პირჯვარს გადიწერთ; სამჯერ კაკუნსაც
არ დააყოვნებთ, მაგრამ, ვაი თუ,
კარი გააღოს უდროო ქარმა?..

თუ ჩემს სულს, ლოცვაც აღარ ეამა!? -
გვიან იქნება, როგორც ეგ ღამე, -
მთვარე რომ ფარავს ფერმკრთალ ემალად
და აჩრდილები თეთრად ღებავენ.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები