ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
1 ოქტომბერი, 2014


***

თუ ოდესმე დაგაინტერესებს მოდი და მკითხე როგორ ვცხოვრობ. მე აუღელვებლად გიპასუხებ, რომ ცხოვრების მუღამი სიყვარულით გათეთრებულ ღამეებშია და არა მარტოობის მარადიულ ბურანში. თუ დაგებადება კითხვა, რამდენი წლის ვარ, გიპასუხებ, რომ სიცოხლე დღე-ღამეთა რაოდენობით კი არ იზომება, არამედ იმ წამებით რომლის დროსაც დროს მნიშვნელობა ეკარგება. თუ შენთვის საინტერესოა ჩემი მწუხარების სიღრმე, გეტყვი რომ იგი შენი თვალებივით უკიდეგანოა. შენ შეგიძლია მკითხო, ჩემი ბედნიერების საზღვრები სად მთავრდება და მე გიპასუხებ, რომ იქ სადაც ორი სიყვარულით სავსე გულია ყოველგვარი საზღვარი აზრს კარგავს. შენ თუ ჩემი ორჭოფობის გეშინია, მე გეტყვი, რომ შემიძლია შენს მკლავებთან ასჯერ მშვილდივით მოვიხარო და შენი ქალური სიამაყე მოთმინების ძალით დავამსხვრიო. მე შემიძლია ნადირივით დაუნდობელი ვიყო მტრებთან და მტრედივით მშვიდი შენი კალთის ქვეშ. მე შემიძლია ველური როკვით შემოვუარო ჩემს ბუნაგს და არისტოკრატული მოწიწებით გავაოცო შენი ამღვრეული სული. მე შემიძლია შეცდომებს თვალი მოვუხუჭო, მაგრამ სიმართლის სიყვარული ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი. და თუ შენ ფიქრობ, რომ ყველაფერი რაც არ გვკლავს, უბრალოდ გვაძლიერებს, მე გეტყვი რომ ღირსეულ სიკვდილში ერთად აღებულ ყველა სიცოცხლეზე დიდი ძალა იმალება. და ბოლოს: ყველა ადამიანი იმსახურებს იოტისოდენა ღიმილს, სითბოს, მოსმენას და ნუგეშს, რადგან ერთ დღეს შესაძლოა მივხვდეთ, რომ ყველა ოქროზე ძვირფასი, იმ კაცის რჩევაა, რომელსაც ოდესღაც უყვარდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები