ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
28 სექტემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

თარგმან-პასუხი, მარინა ცვეტაევას

მომწონს მეც, თქვენი რომ არ მჭირს სენი,
მომწონს, რომ ავად, ჩემით არც თქვენ ხართ,
რომ ქვეყნის ბუშტი - მძმიმე სვლით მსვლელი,
არსაით წავა ჩვენთვის ცალფეხად.
ჰო, მეც მხიბლავდა თქვენი სიანცე -
შეპასუხება; მსუბუქი ფლირტი,
სიმორცხვე რომ არ იდედინაცვლეთ,
მშობელ - სილაღეს რომ რთავდით სიტყვით.

მოგწონდათ განა, თქვენს თვალწინ, რომ მე,
მშვიდად ვიკრავდი გულმკერდში სხვა ანცს?
მე, ჯოჯოხეთურ ცეცხლ-ალში მდგომელს,
- სხვას რომ ჰკოცნიდით - მტკიოდა აღარც.
ვფიქრობდი, რომ თქვენს ნაზ სახელს, აწი,
დღე-ღამეზე რომ დაკიდულია,
მოიცავს უტყვი სიჩუმე ტაძრის,
ვით წირვის შემდეგ - ალილუია!

აღარც მე ვიცი, რითი გიმადლოთ,
სულ რომ გყვარობდით - უნებურ ჩემდა! -
თქვენი სიმშვიდე, ვის ვუწილადო,
დაისურ წუთებს რომ ერთვის სევდად?..
ჰო, სეირნობაც წაიღოს ჭირმა!
ჰო, სხვისი მზის ქვეშ ვინ ნახავს ხეირს?...
გმადლობთ, რომ ტრფობის არ იხდენთ ნიღაბს,
გმადლობთ, თუმცაღა, ეგ ჭირი მშვენის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები