ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


ნუ ელოდები გარდაცვალებას!

ნუ იქნები ხელმოცარული!
ნუ მიეკედლები,
ნუ მიეჯაჭვები ერთ სივრცეს,
წინს ისწრაფე,
კარგია თეორემები, სენტიმენტები
მაგრამ თეორემა ფურცელზე ხუნდება დრო კი გადის!
განახორციელე აზრები რასაც ფურცელზე ფლანგავ
იცხოვრე, ნუ ფილოსოფოსობ..
არ გაჩერდე
იარე
მიედ - მოედე
მიეხეთქე ნაპირებს
იტორტმანე
ილივლივე
იფრინე
ოღონდაც არ გაჩერდე
იმოძრავე
ნაბიჯ-ნაბიჯ
თუნდ ნახტომებით
ქვეითად
თუ გინდ ჭენებით
ოღონდ არ გაჩერდე თორემ დრომ გადაგასწრო
არ შეშინდე თუკი ბნელა,
ყოველ ბნელს ხომ ბანალური ნათელი მოსდევს
ან ზურგსუკან მაინც იქნება ნათელი, უბრალოდ ზურგშექცევით ხარ და ვერ ხედავ.
ენდე, თუნდაც შეცდე ენდე!
მიენდე!
არ ინანო!
არასოდეს არ ინანო არცერთი მოქმედება, ის შენ აირჩიე!
პატივი ეცი საკუთარ არჩევანს!
მხოლოდ უმოქმედობა ინანე!
იმიტომ რომ ის არ არის არჩევანი, ის ბედს მინდობაა, დინება საითაც წაგიღებს იმის მოლოდინია!
ისწავლე თავად გაამართლო მოლოდინი!
ჩაიფიქრე!
აისრულე!
თუკი მოდუნდი გადი საზღვრებს გარეთ
სხეულის საზრვრებს გაცდი
ნუ ელოდები გარდაცვალებას!
აქციე მგზავრობა მოგზაურობად!
ყოველ წამს დააკისრე მოვალეობა
მიანიჭე ფუნქცია
ნუ დაკარგავ ნურცერთი წამის მეთასედსაც
ნუ მოჰპარავ საკუთარ თავს
არ შეგშურდეს
შენ საკმარისზე მეტი ნიჭი და სურვილი გაქვს სამაგისოდ
ენდე საკუთარ შესაძლებლობებს
განავითარე
არ დაამუხრუჭო
უკან არ დაიხიო
არ გადახტე
მიეცი თავს უფლება იყო სულელი პერიოდულად
მიამიტურად გაიღიმე
სავსე ცრემლებით იტირე
პოზიტიური ცრემლებით
აზრიანი ცრემლებით
მოთენთილი გრძნობებით
მაგრამ არა უგრძნობობით.
შეეწინააღმდეგე
მიეძალე იმას რაც ძალას გაძლევს
გქონდეს ამბიცია რომ ამ სამყაროს მხოლოდ პატარა წერტილი კი არა მნიშვნელოვანი რგოლი ხარ
ურომლისოდაც დაირღვევა კანონზომიერება!
არ ჩაფიქრდე! იმოქმედე!
გაუძელი!
აიტანე!
იცოდე რომ ყველაფერს აზრი აქვს!
გჯეროდეს!
იცოცხლე!
ირწმუნე!
ინებე!
ოღონდ შენ ისურვე!
ის არსებობს!
შთააგონე!
იდადებითზემოქმედე!
აიყოლიე!
გაიყოლე!
გზას დააყენე!
დაეხმარე მოგენდოს!
იცეკვე!
იგალობე!
იყავი მყოფადი და არა უბრალო მოკვდავი!
ირწმუნე,რომ რადგან ხარ, შენ მნიშვნელოვანი ხარ ძვირფასო!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები