ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
1 ოქტომბერი, 2014


მე რა კახელი ვარ?!(ექსპრომტად)

ახლა შემოდგომა თვითონ იწურება
ყურძნის საწნახელში.
გოდრებს მტევნებისგან წითლად დამკრახული
თვალი ახხელიათ...
ვეღარ ავისრულე ვეღარც ოცნება და
ვეღარც საწადელი,
ვაზი არ დამირგავს, მზე არ მითესია,
მე რა კახელი ვარ?!
ჩვენთან მობაბრბაცებს, ახლა შემოდგომა
მთვრალი მაშვალივით,
ჭიშკრებს ეყუდება ამ თვის სტუმარი და
მღერის არხეინად...
ხო და შემოდგომას ცოტა შერცხვენილმა,
თვალი ავარიდე;
ვაზი არ დამირგავს მზე არ მითესია,
მე რა კახელი ვარ!?

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს