ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 ოქტომბერი, 2014


რომ იცოდე ,დედა!

რამდენი სიყალბეა ირგვლივ, რომ იცოდე დედა!
ხანდახან მეც რომ ყალბი ვარ, მტკივა ამის გამო დედა!
სანთლის საყიდლად  გამზადებული ფული ვერც მე ჩავუყარე მათხოვარს  ჭუჭყიან  ქუდში.
აჯობებდა კი_მისთვის მიმეცა...
რომ იცოდე დედა, შენ შვილს როგორ ტკივა, როცა სანთელს ანთებს  და შენზე ლოცულობს...

უშენოდ  დაიმშა  ფანჯრის რაფასთან შენზე  შემოჩვეული ბეღურები, სულ მიკაკუნებენ...
ფერგადასული გვიყურებს კედლიდან შენი ნაყიდი სურათი , შენვე რომ მიაწერე: დედისგან შვილებს
როგორ მინდა იცოდე დედა, რომ მე ახლა უკვე ქალი ვარ, უკვე ვარ  დედა და შენნაირ დედობას ვნატრობ
შენნაირად ლამაზად საფლავზე მოსვლაც არ მომიხდა!
რომ იცოდე...რომ იცოდე...რომ იცოდე----ვგრძნობ რომ უკვე ყურებში წივის  და ვერაფერს ვამბობ.


შენ მეტყოდი: ვიცი, შვილო, ყველაფერი ვიცი ,  უთქმელადაც ვიცი ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები