| ავტორი: ნუცი ჟანრი: პროზა 6 ოქტომბერი, 2014 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
თავი 3 ზაფხულის სულის შემხუთავი სიცხეები იყო და მიუხედავად დაღლილობისა, ვერანაირად ვერ ვახერხებდით გათენებამდე ჩაძინებას. ანიტას ბინის მეპატრონემ ერთ კვირაში მოსთხოვა ბინა დამიცალეო და იძულებული გახდა დედა და ბავშვი თბილიში გაემგზავრებია, თავად დროებით ჩემთან გადმობარგდა თავის ,,ზიზილ-პიპილო“ ტანისამოსით. ერთი ორი საღამო გულის გადასაყოლებლად მისი საცეკვაო კოსტიუმები გვეყო. ვიხალისეთ. დისკოზეც წავყევით და გათენებამდე ვუყურეთ ,,ცოდვის ბუნაგში“ ეს ანგელოზივით გოგო ბიკინის ამარა როგორ ეხვეოდა საცეკვაო ძელს. მერე გამომტვრალი საზოგადოების მაგიდებს ჩამოუარა და ,,დორბლმორეულ“ ძირითადად თურქი კაცებით დაკომპლექტებულ მაგიდებთან საკმაოდ მსუყე თანხის კუპიურები ჩაიტენა ტანზე შემორჩენილ ორ ზორტში. - გოგოებო თქვენ არ მოიწყინოთ-ო მოგვვარდებოდა შიგადაშიგ და ბარმენს ათასმეერთეჯერ ეუბნებოდა - ჩემს გოგოებს ყურადღება მიაქციე, სასმელი არ მოაკლოო. საშინელ ხასიათზე დავდექი. ნერწყვსაც კი ვერ ვყლაპავდი. დალოს გავხედე, ცრემლებს ძლივს იკავებდა. გვერდით მაგიდასთან აზერები იჯდნენ. ვერ იტყოდი უსიმპათიუროები არიანო. თან ახალგაზრდები. ანიტა მათ ჩამოუჯდა და სასმელი შეაკვეთინა რაღაც ძვირიანი. - 1500 დოლარს გადაგიხდიო- მესმის. ვხედავ ლამისაა ჩაუძვრეს სხეულში გაღიმებულ გოგოს. დარბაზში მსუბუქი მუსიკა იღვრება და დისკოს განათება უკვე ტვინს მტკენს. - არაო !- ერთი ჭიქა მთლიანად გამოსცალა ანიტამ და პასუხი დაუბრუნა - არ დავდივარ კლიენტებთანო. ქეთა სიცილით იგუდება - ჩემთან გამოუშვი შენ თუ არ გინდა 5 წელია მაინც უკაცოდ დავდივარ და დამეცეს ბარემ ამ ღამით ტუზიო.- ჩუმად რას გაყვირიხარ მეთქი ყასიდად ვსაყვედურობ. -მოგცლია შენ, ძაან არ გაარკვიონ ახლა მაგათმა მე რას ვამბობ- ო, ის იყო წინადადება დაასრულა, რომ - დამენახეთ ქალბატონოო- თავზე წამომდგარი აზერი დამტვრეული ქართულით და ქეთას დააჩერდა. - მე 5-ჯერ 1500 სს ვითხოვო, იხტიბალი არ გაიტეხა ქეთამ და ნერვიულობის დასაფარად ახლა მარცხენა ფეხს გადაადო მარჯვენა. - ქალბატონო ჯერ რომ არავის აქვს ისეთია თქვენი თუ ხუთი გაბიათ ერთდროულადო - ეს უკვე რუსულად დაუბრუნა პასუხი იმ ბიჭმა. -არა, წელი მაქვს შეფასებული მაგდენადო - პასუხის გაცემა კი მოახერხა ქეთამ, მაგრამ სიცილისაგან გულის წასვლამდე ვხოხავდით იატაკზე სუყველა. ჩვენც ვიგიჟეთ იმ დისკოში. ქანცის გაცლამდე ვიცეკვეთ და ვიხტუნავეთ. სცენა სარკის წინ არავის დაუთმეთ. სასმელმაც თავისი გაიტანა და ჩაუვარდათ ,,გოგოებს“ მუშაობა. ბოლოს ჩხუბი ატყდა და სასწრაფოთ გავეცალეთ იმ ,,ყიამეთს“. მეორე დღეს პახმელიისა და ზედმეტი დოზით ცეკვის გამო სამსახურში ვეღარ წავედი და - ,,მოვიწამლე“- მეთქი ისეთი სასოწარკვეთილი ხმით ვუთხარი ჩემს უფროსს ტელეფონით სხვა გამოსავალი არ ქონდა - კარგი დრეს არ მოხვიდეო!. ნაბახუსევმა რომ გამიარა, სახლის მილაგება გადავწყვიტე. ტანსაცმლის კარადაში ანიტას ბლოკნოტს წავაწყდი. გადავშალე. ჩანაწერები იყო დათარიღებული. დავხურე და ისევ ძველ ადგილს დაუბრუნე. არასოდეს შემიმჩნევია რომ ეს ბლოკნოტი გამოეყენებინა, მითუმეტეს უკანასკნელი ორი თვე ერთად ვცხოვრობდით. თენდებოდა სახლში რომ დაბრუნდა. -,,წამო ზღვაზე წავიდეთ“-ო მთხოვა. - ჭირივით არ მინდოდა, მაგრამ პირველად იყო, როცა მან რაღაც მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ზაფხულის ალიონი ზღვის პირას. აგვისტოს 4 რიცვი გათენდა. ქვებზე ფარდაგები დავაგეთ და ფეხი მოვირთხეთ. უკვე აღარ ვნანობდი რომ წამოვყევი. სასიამოვნო სიგრილე მელამუნებოდა სიცხისაგან გათანგულ კანზე და ზღვის ტალღების ლივლივა ხმა მამშვიდებდა. ანიტამ კონიაკი და ორი ერთჯერადი ჭიქა ამოიღო. -გადაირიე?_ შევიცხადე ყასიდად. არადა რომ დავფიქრდი ცოტა გრადუსი მართლაც სასიამოვნოდ მომეჩვენა. - აუ , არ დაიწყო ახლა! - კონიაკი გახსნა და ჩამოასხა. - იცი , დღეს იმ ადამიანის დაბადების დღეა, ვინც მე მთელი ცხოვრებაა მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება, ხოდა მას გაუმარჯოს სადაც არის!- თქვა და სულმოუთქმელად გადაკრა. - ანიტაააააააა. . . . - მეცინებოდა. სულ გარეკე? რა სიყვარული აგიტყდა, დათვერი? - ცოტა არ იყოს გამიკვირდა, იმიტომ რომ მას არასოდეს არაფერი უთქვია ჩემთან, არც გოგოებთან. ყველამ ის ვიცოდით რომ ანიტას პატარა პრინცესა ლოლა, რომელიც დედამისივით ულამაზესი ბავშვია და ისეთი ჭკვიანი გამოხედვა და აზრიანი ქცევები აქვს, მამით თურქია. ოსმანთან ურთიერთობა ანატამ მაშინ დაიწყო, აქ რომ გადმოვიდა სამუშაოდ. ორსულად რომ დარჩა, რატომღაც ოსმანმა დაიჩემა ეგ ბავშვი ჩემი არ იქნებაო და მიატოვა. არასოდეს იხსენებს ორსულობის მძიმე დროს,როცა არც ღამის გასათევი ქონდა და არც სამუშაო. სამადლოდ მეძავ კირასთან შეხიზმულს ის აჭმევდა და უვლიდა მთელი ხუთი თვე. დედა თუ რამეს გამოუგზანიდა კაპიკებს. ეს იყო მისი საარსებო წყარო. თუმცა ახლა, ანიტა ბედნიერია იმით რომ უფალმა ჯანმრთელი შვილი აჩუქა და როცა სიტყვა ოსმანზე ჩამოვარდება მხოლოდ ამას ამბობს:- გვიან იქნება, როცა მისი შვილი მოუნდება. ის მთავარს კარგავს ლოლას სიყვარულს-ო“. ერთხელ ვკითხე რატომ არ წადი სოფელში დედაშენთან მეთქი, მიპასუხა: - ,,არ მინდოდა ასეთ მდგომარეობაში იქ ჩასვლა“-ო. - სადაა ანიტა შენი ,,ლუბოვი“?- ვეკითხები და ჩემი ,,არ შემდგარი“ სიყვარული მახსენდება. ამას მე ვეძახი ასე ცოტა იუმორით თუ არა, სინამდვილეში მან ჩემში, სიცოცხლის ყველა ფაზა გაიარა და უკვე იმდენივე წლისაა, რამდენისაც დედის სახლში ჩემი საწერი მაგიდის უჯრაში საგულდაგულოდ ჩაკეტილი პირველი მისთვის მიწერილი გაყვითლებული წერილი, თარიღით 19-- წლის -- აპრილი. - გერმანიაში. იქ ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად- მპასუხობს და მის თვალებში აბრჭყვიალებულ, ცრემლებს ვხედავ. - აუუუუ, ანიტა. . .ვერა ხარ ხო?! ის ბედნიერად ცხოვრობს თავის ოჯახთან ერთად და შენ აქ გულზე სკდები?! მე ცოტა ნორმალური მეგონე და შენ სულ გაგირეკია! მაგ საკითხზე თუ უნდა დამიჯდე და მეწუწუნო ახლა, სიტყვა აღარ ამოიღო! ვერ ვიტან იდიოტ ქალებს და მით უფრო გამოსი.....ებს, წარსულ დროში ჩარჩენილებს!- პროტესტის ნიშნად სიგარეტს ვუკიდებ და ზღვისკენ ვტრიალდები. რისი ფერია ეს ცა ამ ზღვას რომ გადაკვრია? ვცდილობ რომელიმე ფერს შევადარო ზღვისსუნიანი ალიონი. მინდა ეს დრო დავიჭირო, სადმე ჩემი გულის ,,სკივრში“ გამოვკეტო და მერე, როცა შემოდგომისას წვიმების რითმი თავის გაბმულ მელოდიას ჩართავს ხანგრძლივი დროით დაზამთრებამდე, გავხსნა სკივრი და შევძლო ვუყურო ამ სითბოსა და სიმშვიდის. ,, სულ მგონია რომ ერთი ბედისწერით, რომლიც ჩემია, მთავარი გმირი მე კი არა შენ ხარ! “- არ შეიძლება ასე ფიქრობდეს და წერდეს 13 წლის ასაკში პატარა გოგო. კოსმიური თვალსაზრისით ეს საკუთარი თავის ,,გათვალვას“ გავს, ფსიქოლოგიურად - ის აუცილებლად მომტანია დიდი დეპრესიის, ვინაიდან შენი ცხოვრების დომინანტად წარმოიდგენ სხვას და არა საკუთარ თავს. ვერ აცნობიერებ სად უნდა გაავლო ზღვარი რეალობასა და შესაძლებელს შორის. გგონია რომ სამყაროს შეცვლი, გგონია ყველა სირთულეს გადაეღობები, მაგრამ ახლა 20 წლის შემდეგ ვხვდები რომ ის შემართება დრომ, მდინარის ქვიშასავით ჩარეცხა. სამყაროს თავისი კანონზომიერება გააჩნია და შენ მას ვერაფერს მოუხერხებ. საიმისო ჭკუა, რომ თავად ეს კანონზომიერება მოარგო შენ თავს, მიხვედრის თვალსაზრისით ყოველთვის ჩამორჩება რეალობას და ცდები სასურველის შედეგს,დროსა და სივრცეში, ისე როგორც ორი პარალელური წრფე.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. მომწონს. ველოდები შემდეგს. სახელიც როგორი კარგია ''ანიტა'' *)) მომწონს. ველოდები შემდეგს. სახელიც როგორი კარგია ``ანიტა`` *))
2. დამაინტერესა ანიტა 1 და ანიტა2 უნდა წავიკითხო :) დამაინტერესა ანიტა 1 და ანიტა2 უნდა წავიკითხო :)
1. გკითხულობ და გაგრძელებასაც ველოდები... საინტერესოა თემაც და თხრობაც... გკითხულობ და გაგრძელებასაც ველოდები... საინტერესოა თემაც და თხრობაც...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|