ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2014


შემოდგომური...

წვიმს და გუგები ავსებიათ გუბეებს ცრემლით.
წვიმს და ირიბად დაიხაზა წვიმით საღამო...
შენ კი რატომღაც მზესთან ერთად ღრუბლებთან წვები,
რომ დედამიწას წვიმის ენით ელაპარაკო...

მჭირს, შემოდგომა ყველა დროის სეზონზე მეტად
და ქარებისდროს ფოთოლცვენას, ვერ ვუმკლავდები.
გადააბრუნებს გული სევდის, ჩაკირულ ბელტსს და
ოქროსფერ სითბოდ დაიღვრება შენი თვალები.

წვიმს და გუბეებს ავსებია გუგები ცრემლით,
რადგან ოქტომბერს სიჯიუტე შერჩა ქარების,
შენ კი ერთხელაც სამოსივით გამოიცვლები
და მერე წვიმებს, ჩემს, ლექსებში შეეფარები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები