ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2014


ღმერთი ზრუნავს შენზე

ღმერთი ზრუნავს შენზე


დილით ღმერთზე ილოცე,
ნაშუადღევს ერზე.
გულში სითბო იღვრება
ამომავალ მზეზე.

წინაპარზე იფიქრე,
მათ ადათ და წესზე.
აფრენილა მომინო,
შორით ცისა ფერზე.

კვლავ მშობელი დალოცე,
ფეხი ედგათ წელზე
მორიდებით აკოცე,
მათ დაკოჟრილ ხელზე.

საღამოთი გადაღლილს,
ცოლი გკოცნის ყელზე,
პატარები მორბიან,
გეხვევიან წელზე.

ძილში ვინც კი  ლოცულობს
ასულსა და ძეზე!
თავს  შენსას თუ ივიწყებ...
ღმერთი ზრუნავს შენზე!


/კახაბერ ჭიჭინაძე/
7.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები