ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა გამგებელი
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2014


რწმენა

"მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას რომ უთხრათ აქედან იქით გადადიო, გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი", ამბობს იესო. ჩემი აზრით, აქ მხოლოდ უფლის რწმენაზე არაა საუბარი. მორწმუნედ არ მიმაჩნია მხოლოდ რელიგიური პიროვნება, მორწმუნეა სულით მტკიცე, გონებით ძლიერი, გულით მხურვალე და იმედით სავსე ადამიანი, რომელიც მოქმედებს ღირსების და სიყვარულის მიხედვით, რომელსაც სჯერა სიკვდილამდე, ბოლო წუთამდე და არასდროს უტყდება სულის სიმტკიცე, არ ხდება სასოწარკვეთილი. რწმენა მართლაც ერთადერთი იარაღია უიმედობასა და შიშთან საბრძოლველად, რა იქნებოდა ადამიანი რწმენის გარეშე, რომ იცოდეს, რომ არ არსებობს სიკდილის შემდეგ სიცოცხლე, არ არსებობს სული, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანი ქრება, როგორც ფერფლი. მაშინ რა იქნებოდა მისი სიცოცხლე, მუდამ სიკვდილის შიში. თუ ასე იქნებოდა, აღარ იარსებებდნენ გმირები, ვაჟკაცები, აღარავინ გაწირავდა თავს სამშობლოსთვის, მეგობრისთვის, სიყვარულისთვის, ან რა აზრი ექნებოდა სიყვარულს, როცა გვეცოდინებოდა, რომ ყველაფერი წარმავალია, დასასრულისთვისაა განწირული. ადამიანი მყარად უნდა იდგეს თავის რწმენაზე, ჯეროდეს, რომ არსებობს სულის უკვდავება, ჯეროდეს სიყვარულის, სიკეთის, ასეთ შემთხვევაში მისი ყველა საქციელი მშვენიერი იქნება. ასეთს კაცს ჯერა, იცის, რომ სიკეთის კეთება აუიცლებელია და ვალია ადამიანის, მას იცის, რომ სიცოცხლე მხოლოდ წამი არაა და ამიტომ ცდილობს თავი აარიდოს ისეთ საქციელს, რომელსაც სინანული მოჰყვება, ცდილობს მოიქცეს ღირსეულად, რადგან ღირსების დაკარგვა ადვილია და მარადისობაში კი უღრისის სიცოცხლე ტანჯვაა. ის ცხოვრობს იმ იმედით, რომ მისი სიკეთე, სიყვარული, ვაჟკაცობა, შრომა დაუფასებელი არ დარჩება. მისთვის ადვილია თავი შესწიროს სამშობლოს, მეგობარს, კეთილ საქმეს, სიმართლეს, სიყვარულს და თავისივე რწმენას, რადგან ჯერა, რომ სიკვდილს შემდეგ უფრო დიდი სიცოცხლეა. მაგრამ ძნელია გწამდეს, ძნელია შესწირო რაიმე იმას, რაც ზუსტად არ იცი, მაგრამ ვაჟკაცობაც ესაა, როდესაც არ იცი, მაგრამ ირწმუნებ და თუ ეს შეძელი, ამარცხებ ყოველგვარ შიშს, გიჩნდება უკვდავი იმედი, რომელსაც სიკვდილიც ვერ წაგართმევს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები