ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


გიმზერ!

უცებ დავინახე სინათლის მარცვალი
და ვეცადე სიკეთედ მექცია იგი
მოდი სიყვარულს კვლავ შეგასწავლი
და ისევ შევქმნი როგორაც ვქმნიდი,
                                    ჩემს ოცნებას
                                    და გაოცებას
აღარ დამაცდის
სევდა წაიღებს სიტყვებს,
ქარის მოტანილ ცისფერ სიზმრებს
                                            გიმზერ,
ჯიუტად გიმზერ,
                            იმ გზისკენ,
სადაც დავინახე
                              შენი სახე
და მოგონება შევინახე.
სადაც ნაცრისფერს ცვლის ვარდისფერი,
                                          მონატრება,
სადაც ცა ისევ არის ცისფერი,
                            შორს ღამდება.

ფერმკრთალი სახით და ფერმკრთალი გულით
ისევ მონდომებით ისე მარტოსული!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები