ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


***

ჩვენ ყვითელი ავტობუსის მგზავრები ვართ.
ავტობუსი არსად მიდის.
მე შენ არ გიცნობ,
არც მინდა გიცნობდე.
ისეთ ლექსს გიძღვნი,
როგორი თვალებიც გაქვს.
სუფთაა ეს ლექსი...

რა მნიშვნელობა აქვს,
რომ გამარჯობას არ ვამბობთ
და არც ოჯახებს მოვიკითხავთ.
ზუსტად ისე დავრჩეთ, როგორც მანამდე,
სანამ ყვითელ ავტობუსში შეგხვდებოდი.
უცნობები ვიყოთ, ოღონდ ერთი ავტობუსით ვიმგზავროთ...

ზოგჯერ, ყველაზე შემთხვევით წამწყდარ მზერაში, იმაზე დიდი სითბოა,
ვიდრე ათასი ნაცნობის
გულში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები