ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
12 ოქტომბერი, 2014


აღსარება

და ეს დღეები არ გაივლის, ვიცი, უკვალოდ...
გადამივლიან შემოდგომის მძიმე ნისლები...
მოდი, შემოდი ჩემს ოთახში, ჩემო უფალო,
სანამ ამ ნერვებს უღმერთობით ამომივსებენ...
გამირბის ხელში დაჭერილი ბედის მერცხალი,
ოქტომბერისფრად გადაყვითლდა ჩემ წინ ვაშლები...
ღმერთო, ჩემს რწმენას ცოდვის წვიმით ისე რეცხავენ,
შიშნაჭამი ვარ, ჩემს სამოთხეს თვითონ ვაშენებ...
ვგავარ დაღლილ მგზავრს და სიზმრებში ვნახულობ წყაროს,
ჩემს ფანჯარასთან ნირს იცვლიან ქარში ხეები...
მოდი, შემოდი ჩემს ოთახში და შემიწყალე,
სანამ კაცს ვგავარ, სანამ სული გამიხელდება!..
და ვიცი, მალე სულ ყველა ჯაჭვს ყელთან ავიწყვეტ,
ამ ქვეყანაში კარგად ვხედავ - დამრჩა ცოტაღა...
ჩემი ღმერთი მყავს, იმედია, მართლა არ მიწყენ,
ან და სულ სხვა გზა დამანახე, თუკი ცოდვაა!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები