ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


* * *

                                "დავჯექ, ტირილი დავწერე..."
                                                                           
                                                                                ჯობე გურჩიანის სახლი


რად გეტირება, ჩემო დავ?
კვნესის შენი ხმა რა ტკივილს?
უწინ, შენ არა გჩვეოდა,
ცრემლები - ანდამატივით.

რა ტირილსა სთხზავ - უებარს? -
ვერ დააპურებ დარდს მაგით..
ლექსებს ხომ სულ ეწყურებათ,
მათი ულევი მარაგი.

სულს რატომ არ დაიოკებ? -
ფიქრ-ნასიზმრალის პარტნიორს.
არ ემუქრება "სიმოკლე",
რა გინდ ტალახში ათრიონ.

ლექსებსაც ისე მოედე,
ვით შემოდგომის ნამქერი...
მორჩი აწ! ხომ ინოემბრე?
ცრემლებსაც ნუღარ დასცქერი!

ბუჩქივით იწვი - მაყვალის
(რა გაასწორებს კუზიანს?..),
ისმის ჭინკების ხარხარი -
ცეცხლს, რომ შენს ირგვლივ უზიან...

მაინც არა ღირს მაგ ცრემლად,
დარდი გატირებს - რაც ახლა.
არ ღირს თავიდან გაქცევა,
ის იყავ - ახლა რაცა ხარ!

თუნდაც ფანტომი სიზმარის,
დილის ზმანება - უმანკო.
ლექსის რომ ხდება ხიზანი,
თუკი ცხოვრებამ უარჰყო.

რა ტირილსა სთხზავ - უებარს? -
ვერ დააპურებ დარდს მაგით..
ლექსებს ხომ სულ ეწყურებათ,
მათი ულევი მარაგი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები