ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აგლაია
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


დე

მე რომ სანთელი  მეგონა, მე რომ მეგონა მზე,
არც იწვის და არც ანათებს, ის არ ყოფილა დე...
პეშვებით ვიწმენდ ნათქეშარ, ღვარებგაჩენილ გზებს
მე რომ წვიმები მეგონა, ის არ ყოფილა დე...
მიწას ვასკდები ნისკარტით, ღადარს  ვუმატებ მტვერს,
მე რომ სამშობლო მეგონა, აღარ მქონია დე...
ვაიმე, სკდება ნაპრალი, სიმუქე ახლავს დღეს,
დედი მომეცი ლამპარი, სინათლე მომე, დე...
ჰაერს გავაპობ სიმღერით, დილიდან საღამომდე
ცას შევსახლდები ვარსკვლავად, ოღონდ გათენდეს დე...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები