 | ავტორი: სინა ჟანრი: პროზა 15 ოქტომბერი, 2014 |
,,რომ ვოცნებობთ კარგია, მაგრამ ვისზე უნდა ვიოცნებოთ ხომ უნდა ვიცოდეთ"!
მე შენ არ მიყვარხარ! საკუთრ თავზე მეტად კი არა, სულაც არ მიყვარხარ შესაძლოა. მაგრამ... მჭირდები! მე შენ მჭირდები, რომ ცხოვრების აზრი ვიპოვო! თითქოს საკუთარი სხეულიდან გამოვძვერი და შენ დაგითმე მთელი სივრცე... მჭირდები როგორც ლექსისთვის მუზა, არსებობისვის გამართლება. ვცდილობ შენგან შორი-ახლოს ვიყო, სხვაგვარად საშიშია ჩემთვის! საშიშია შორს ვიყო შენგან და არც ახლოს ყოფნაა უსაფრთხო... შორიდან უშენობას და მონატრებას უნდა ვებრძოლო, ახლოს შიშს, რომ კიდევ ვეღარ დაგინახავ ასე ახლოს. შენგან შორი-ახლოს კი ბედნიერი ვარ! რომ არსებობ და აქვე ხარ, შორს, ან ახლოს ჩემს ფიქრებთან. აღარ მამძიმებს მოგონებები, აღარც სევდა მიპყროს. მშვიდი სიცარიელით შენით ვივსები და არც სირცხვილი მტკივა, არც სინდისი. ჩემს სხეულშიც მშვიდი სიხარულია, უემოციო, არც აღტკინებულია, არც თვალებგაბრწყინებული, მაგრამ მაინც იღიმება. ეს შენი ბრალია! თუმცა ყველაფრის შეცვლა შეგიძლია... შეგიძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენო, თუ მოინდომებ... რომ მომიშვა ისე ახლოს, რომ მოახლოების სიხარულმა შემიპყროს, რომ მერე... მერე წამებმა მალე ჩაიარონ და წამება მისურვონ, და ბუმერანგივით დამიბრუნოს ჩემივე სიტყვები, რომ... მე შენ არ მიყვარხარ!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. :) :) ჰო მაშინ უბრალოდ ვიმედოვნებდი, ეხლა აღარ აქვს მნიშვნელობა..
და პირველად ჩემი ყველაზე უნიჭო ნაწერის წაკითხვა მოგიწიათ :/ :) :) ჰო მაშინ უბრალოდ ვიმედოვნებდი, ეხლა აღარ აქვს მნიშვნელობა..
და პირველად ჩემი ყველაზე უნიჭო ნაწერის წაკითხვა მოგიწიათ :/
2. სამწუხაროდ სიყვარული ბუმერანგივით არ ბრუნდება ხოლმე...:) უფრო პირიქით სამწუხაროდ სიყვარული ბუმერანგივით არ ბრუნდება ხოლმე...:) უფრო პირიქით
1. ,,რომ ვოცნებობთ კარგია, მაგრამ ვისზე უნდა ვიოცნებოთ ხომ უნდა ვიცოდეთ"! ოცნება , ვის-ზე შეიძლება და რა-ზეც!
,,რომ ვოცნებობთ კარგია, მაგრამ ვისზე უნდა ვიოცნებოთ ხომ უნდა ვიცოდეთ"! ოცნება , ვის-ზე შეიძლება და რა-ზეც!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|