ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სერგეი
ჟანრი: პროზა
19 ოქტომბერი, 2014


ვარიაციები ყვითელი ავტობუსის თემაზე

გუშინ ავტობუსით ვმგზავრობდი, გზა უსაშველოდ გაიწელა, ავტობუსი ისე იყო დატენილი,
როგორც შპროტის კონსერვი, მაგრამ განა უბრალო , იაფფასიანი შპროტივით, სადაც თევზუკები თავისუფლად დახტუნაობენ ქილაში, არამედ 4 ლარიანში, დახლოებით , იქ თევზები ისე მჭიდროდ არიან, როგორც ...როგორც....აი ზუსტად! როგორც იმ ავტობუსში, ახლახანს რომ ვმგზავრობდი მეთქი , მოგახსენეთ...
ჰო, მაგრამ ახლა არ იფიქროთ ჭეჭყვაზე გიყვებით, არა..მართალია ესეც მშვენიერი თემაა, მაგრამ ამჯერად სულ სხვა რამ მოხდა
........................................................................................................
......ამოსვლის მსურველთა მრავალრიცხოვანი თხოვნით ზურგჩანთა მოვიხსენი და ქვემოთ დავდე, პაწაწკინტელა ადგილი განთავისუფლდა და ის ვიღაც მკაცრი გამომეტყველების ქალბატონმა დაიკავა....რაღაც მომენტში მომეჩვენა რომ ჩინეთში ვიყავი....მას ჩანთა აკურატულად ეჭირა და ის ზუსტად ჩემი ზურგჩანთის ზემოთ განათავსა ..მოგეხსენებათ, მე , ზოგადად, ზურგჩანთაში უამრავი საინტერესო და ძვირფასი (ჩემთვის) ნივთი მაქვს, რომ აღარაფერი ვთქვათ 5 ტელეფონსა და ეგრეთ წოდებულ "ფლეშკებზე".
      ჰო და მიხტის ავტობუსი!.... მე პერიოდულად ძირს ვიყურები, ინსტიქტურად , ჩანთას რომ ვერ ვხედავ ვნერვიულობ...
ის ქალბატონიც დაინტერესდა, ჩავიხედავ.....ისიც ჩაიხედავს....მერე მე შემომხედავს...ასე გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთი.
        როცა ქვემოთ ჩახედვებმა 20 წუთს გადააჭარბა, (ეტყობა ქალბატონს თავისებური წარმოდგენები ქონდა დროსა და სივრცეზე, თავისებური მოთმინების ფიალა ...ასევე ქმედებებზე და უკუქმედებებზეც, სამყაროს აგებულებაზეც უეჭველია  თავისი უტყუარი აზრი გააჩნდა) უცებ ისე აყვირდა, ისე, თითქოს ტელევიზორს უყურებდა საღამოს და კურიერში თქვეს...
"დღეს დედამიწაზე ამოიწურა ჰაერის მარაგი...მოდუნდით და რაც შეიძლება სასიამოვნოდ შეეგებეთ სიკვდილს...უფალი გფარავდეთ...ყველანი გვიყვარხართ........ ეს იყო ბოლო საინფორმაციო გამოშვება......აააააა..... ახლა ჩვენი კორესპოდენტი გვატყობინებს რომ......რომ.... შშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშშ.......

............................................................................................................
....რა დაბნეული ვარ!... ამ შედარებებში სულ გადამავიწყდა მთავარი, ქალბატონმა დამიყვირა, "რას უყურებო?"
მე ბუნებით პირდაპირი ადამიანი ვარ, ამიტომ ვუპასუხე, როგორც იყო..."ჩანთას მეთქი"...
---ეხლა სანამ თავზე არ გადაგამტვრიე ეს ჩანთა, ჩაეთრიე! ამას უყურე!..მართალი ყოფილა, აკი კრიმინალმა იმატაო! პატრულს დაურეკეთ!
გარშემო ხალხი შეშფოთდა, უსაქმურებმა და "მომენტის გმირებმა" ანუ ფარისევლებმა, თვითონ რომ შეიძლება უარესს აკეთებენ მაგრამ ხალხში პატიოსნად მოაქვთ თავი, აღრიალდნენ...თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ!...
---რა არი ძმაო, იპარავ? საწყალ ქალს პარავ?
---სცემეთ, მაგის...
----დაიჭირეთ!..არ გაიქცეს....
ახლა კი გავბრაზდი, ძირს ძლივს დავიხარე, თორემ გაქცევას ვინ ჩიოდა! ჩემი ჩანთა ავიღე, გავწმინდე და ქალბატონს წყნარი ხმით მივმართე:
ქალბატონო, მე ჩემს ჩანთას ვუყურებდი! ..აი! აი ესაა ჩემი ჩანთა! უყურე კარგად!...კაი, გასაგებია რომ ფეის-კონტროლად არ გამოდგებით, რა შემატყეთ ასეთი?....და მეორეც, ინტუიცია სად გაქვთ?.....განა ჯიბის ქურდს ასეთი რამეები აქვს თან?
და ამოვალაგე, რაცია, ინსტრუმენტები.......და ასე შემდეგ...
..........................................................

მძიმე დღე არ ყოფილა...თუმცა კი ორშაბათი იყო.






ს.ნ. 2014



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები