ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სინა
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2014


*** სულმა გაზაფხული მინდა ააყვავოს

ცხოვრებამ გრძნობები ისე გამინაზა
აუპრიალდა თვალები ავაზას

ისეთი წვიმაა თავსხმა რომ ჰქვია
მე კი ვდგავარ და ღიმილი მშია.

მწვანეზეც უკვე ფოთოლცვენაა
თოვლსაც მწვანეზე დაიდებს ალბათ
თუკი ზამთარსაც უშენოდ ვნახავ
შევეხიზნები უგულო ავდარს!
სიცივის შვილები ნეკნებში მკბენენ
ისევე მიკვირს რა დრო გასულა.
გადავასწარი ჟამთასვლის ბილიკს
და არც სიჩქარეს ვანელებ ახლა
სულში ვიგუბებ სიცოცხლის კივილს
გადამეფარა სევდები თალხად.
და ბავშვი იწყებს ძველებურ კისკისს
მაშინ როდესაც სევდა ნაღვლობდა
რადგან იმედი ყველგან კიაფობს
სიცოცხლეს ლამაზ სახელს არქმევდა.

და მაინც მწყინდა ჯიუტი ბედის
რომ სიცივეა აქ შენზე მეტი!

სულმა გაზაფხული მინდა ააყვავოს!
არადა ისეთი ლამაზი შემოდგომაა,
რომ ძნელია თვალი გაუსწორო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები