ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ოქტომბერი, 2014


მალალა

„არც კი მძულს ის თალიბი, რომელმაც მესროლა. ხელში იარაღი რომ მეჭიროს და ის ჩემს წინ იდგეს, მაშინაც კი არ ვესროდი მას.“
„მე მხოლოდ განათლება მსურს ყველა ექსტრემისტის, განსაკუთრებით თალიბანის ვაჟებისა და ქალიშვილებისთვის.“
მალალა იუსაფზაი

გწერ მოკლედ, რომ უბრალოდ გითხრა:
მეამაყები, როგორც ქალს ქალი, ძლიერი ქალი,
რომელმაც სიკვდილს თვალებში ჩახედა და
უფრო გაძლიერდა.
რომელიც მგლებს ცხვარი ეგონათ
და ვეფხვი აღმოჩნდა.
რომელმაც სინათლით დაამარცხა სიბნელე
იქ, სადაც თვალთან თითის მიტანა ჭირდა.

იცი? ჩემს ქვეყანაში (შენი ქვეყნისგან განსხვავებით)
21-ე საუკუნეა,
ქალის პატივისცემა კაცობის აუცილებელი ატრიბუტია,
შენი ქვეყნისგან განსხვავებით,
ჩვენთან ყველას შეუძლია განათლების მიღება...
ჩვენთან ქალები დიდი ხანია კაცების თანასწორნი არიან,
იმდენად თანასწორნი, რომ ქმრები
არათუ ქალებს სამუშაოდ არ უშვებენ,
პირიქით, უშვებენ ცხრა მთას იქით და იმის იქითაც,
რომ მერე მათი გამოგზავნილი ფულით...
(თუმცა ამაზე სხვა დროს)...

მაგრამ ეს მხოლოდ წვრილმანებია მალალა,
აქ ნამდვილად, ნამდვილად 21-ე საუკუნეა,
ჩვენთან ქალს შეუძლია ისე ჩაიცვას, როგორც უნდა,
წაიკითხოს ის, რაც უნდა,
ისწავლოს ის, რაც უნდა,
ცოლად გაჰყვეს მას, ვინც უყვარს...

ჰო მართლა, კინაღამ დამავიწყდა...
ჩვენთან ქალებს კლავენ
ახლა თითქმის ყოველ დღე...
კლავენ ქმრები, ყოფილი ქმრები,
ზოგჯერ შეყვარებულები...
რა მიზეზით?
„მიზეზს რა გამოლევს“ მალალა, „მიზეზს რა გამოლევს...“

დროებით.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები