ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2014


ჩვევა

როცა ასეთი ფერმკრთალი არის ღამე,
მაგრამ შენს იქით, აღარაფერი არ ჩანს;
ცალყბად ვუღიმი ქუჩაში ყველა გამვლელს,
(ლოგიკურია, რომ არსებობენ სხვები)
ალოგიკური - ამ არსებობის ახსნა.

ცარიელ სახლში, ბინა დაიდო შენმა:
ქურთუკმა, ჯინსმა, რაღაცნაირმა კაშნემ.
ფანჯრიდან ცქერის უკვე მომბეზრდა ჩვევა
(მავნე ან ცუდი, სულერთი არის რადგან)
საკუთარ გულში ჩემს თავს ვერაფრით ამჩნევ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს