ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჭურიპირი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
22 ოქტომბერი, 2014


მესამე

უყვარს ხალხს გაზვიადებული ისტორიები
არანორმალურების, თუნდაც პოეტების შესახებ.
უყვართ პოეტებს, არანორმალურად უყვართ...
ვფიქრობ - ყველაზე ნაკლებად პოეტებმა იციან სიყვარულის ანატომია,
თორემ ასე ლამაზად ვერ წარმოაჩენდნენ მესაკუთრეობის შინაარსს;
უფრო მეტიც - დროს >< ასეთ სისულელეს არ შეაჭმევდნენ.
ღამის სამი საათია და ისე თავდაჯერებული ვწერ საკუთარ აზრებს (გამოქვეყნებასაც კი
ვაპირებ), თითქოს მხოლოდ მე ვიყო ახლა ფხიზლად მთელ დუნიაზე.
ყველაფერზე  მეტად საკუთარი თავდაჯერებული მზერა მაოცებს.
ვზივარ სახურავზე, სიგარეტს ვეწევი და ვფიქრობ - რისი უფრო მეშინია:
1) ასფალტზე ტვინის დასხმის
2) საყვარელი ადამიანების დაკარგვის
3) მარადიული ტანჯვის, რომელსაც საიქიო მიქადის.
დიდი ალბათობით ხვალაც ჩვეულებრივად გამეღვიძება.
მესამე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები