ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დევი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2014


უნდა იცოდე, რომ ცხოვრება...

დიდი ხნით ადრე,
ვიდრე მიწა თავის კუთვნილს უკან დაიბრუნებდა,
გრძელი გზა მოჭრეს,
მოკლე გაცვითეს,
ილაპარაკეს,
ალაპარაკეს,
იმდენს დაპირდნენ_მზეც გააცინეს,
მაგრამ სიტყვები მაინც დახარჯეს...
სხვა მიწა გაჭრეს,
როგორც სანგარი,
მხრის სიგანე და სიმაღლეც მხრამდე,
მიმართულება სამჯერ უცვალეს მართი კუთხით
და საწყის წერტილთან გზა დაასრულეს...
ვიდრე არტახებს გადააკრავდნენ
ოფლიც დაღვარეს,
სისხლიც დაღვარეს,
უთხრეს:
_ამ სანგრის ნუ გეშინია, უნდა იცოდე,
რომ ცხოვრება ომია, ომი!
...მერე ყველა დღე დაულოცეს,
იმ ბოლო დღემდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს