ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცარიელი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2014


გულუბრყვილო ლექსი

საქართველო,
ამდენ პოეტს როგორ უძლებს შენი გული,
როცა გამოწვევები გაქვს რთული,
არაპოეტური,
ამტვრევს მათი გულისძგერა
შენი გულის მძიმე კარს და
ეს ძლიერი არითმია უნისონში "ახალ ქართან"
ითხოვს,
დაბადებას ითხოვს,
გულანთებულ ქალ-ვაჟების,
რომ დაღვინდეს, დადგეს წამი,
შენი ისევ განდიდების.
საქართველო,
ბედნიერო,
მაგრამ მხოლოდ პოეტებით!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები