ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2014


თქმადაც არ ღირდა...( ექსპრომტად)

აქ, ყველა აღმართს უეჭველად ახლავს დაღმართი.
უფალი იმდენ ტვირთს არ მოგვცემს, რასაც ვერ ვზიდავთ!
და ვიდრე დილა მზის სხივებით ცისყელს დაღადრის
მერე კი ღრუბელს დაიყენებს მორჩილ ვაზირად...
მე, ვზივარ და ვწერ...ვიმეორებ ლექსად ნაფიქრალს
თავს ვიმხნევებ და სადღაც ალბათ შენც მედარდები.
აზრი არა აქვს ვიცი თქმას და ეგებ არც გითხრა,
მთვარეც კი ახლა ზიზღიანი ვეფხვის თვალებით
მიცქერს... და ამით ყველაფერი სრულდება ერთწამს...
(შლეგი ნადირი კბილებით გლეჯს გრძნობის არტახებს,)
თითქოს სატანა ჯოჯოხეთის, კალოზე გვლეწავს,
რადგან უფალი სიყვარულის, ხელით გვატარებს,
დახურულია ქარების დროს ყველა ფანჯარა,
(რომ არ გვგონია ღმერთის ნებით ვაღებთ ადვილად.)
რწმენის, გარეშე ბრმები ვართ და სხვა გზაც არა სჩანს,
ახლა ვამბობ და კარგად ვიცი, თქმადაც არ ღირდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები