 | ავტორი: შენი ლუ ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 24 ოქტომბერი, 2014 |
* * * ერთი გული რას ეყოფა ამხელა სიყვარულს. შემომეგულე.. * * * მე არ მესმის ადამიანების, რომლებიც უსიტყვოდ მიდიან. მაპატიეთ, რომ არ მესმის ადამიანების, რომლებიც მიდიან..
* * * ვიცი არ გძინავს.. ზიხარ ოთახში და საკუთარ თავს სახეში უყურებ ვგრძნობ, რომ არ გძინავს და ვდგავარ უსიტყვოდ, ვერ მოვდივარ.. მხოლოდ ხანდახან ისიც უხმოდ, ჩრდილის მხრებზე გკოცნი და სადღაც მივდივარ.. შემობრუნდი.
* * * არის დღეები, როცა ძალიან გჭირდება ადამიანი.. ბევრი არაფერი, თითებში მოქცეული შენი ხელი და მიწამდე დახრილი თვალებია, დილას რომ მოიყვანს..
* * * თვალები დახუჭე, ხელის გულს გაფარებ- სიმშვიდედ, ქარს გაჰყვეს ავი და მშფოთვარე- ფიქრები, მშვიდად რომ გეძინოს სამყაროს ვამუნჯებ და როგორც პატარებს სჩვევიათ, ეგ ხელი მომე და თუ ღმერთმაც ინება გიწამლებ თითებით, დახუჭე თვალები, მე შენთან ვიქნები..
* * * არაფერი შემიძლია იმის გარდა, რომ საათობით ვიჯდე შენს ლოგინთან მეჭიროს შენი ხელი და მიყვარდე. არაფერი შემიძლია..
* * * შეუძლებელია არ გათენდეს. რა მნიშვნელობა აქვს ვისთის. დიდი ხანია აღარ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. შენ არც დღეს ყოფილხარ, მაგრამ გათენდა.
* * * ერთი დიდი იდიოტობაა ეს ნაწერები. სენტიმენტებით გაჟღენთილი ქალური წუწუნი. ერთ დღეს აუცილებლად მეყოფა ძალა არარსებული კარიდან გასვლის.
* * * არ მესმის დღეების, რომლებიც უჩვენოდ გადიან.
* * * დღეები მენანება უბრალოდ, როცა შეგვეძლო გვყვარებოდა.
* * * აღარ შემობრუნდე..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მოგიკითხეთ.. :* დედე, :** მოგიკითხეთ.. :* დედე, :**
12. მოგიკითხეთ.. :* დედე, :** მოგიკითხეთ.. :* დედე, :**
11. შენეულია LU... :) ,,აუცილებლად მეყოფა ძალა არარსებული კარიდან გასვლის."- იცი?! მგონი ჯობია დარჩე და უბრალოდ არარსებობა შეავსო... :) მშვენიერი ხარ! :) შენეულია LU... :) ,,აუცილებლად მეყოფა ძალა არარსებული კარიდან გასვლის."- იცი?! მგონი ჯობია დარჩე და უბრალოდ არარსებობა შეავსო... :) მშვენიერი ხარ! :)
10. აუ როგორი სევდიანი იყო. სენტიმენტებით სავსე ,. ამ გვერდზე რამხელა გული და სითბოა. თან ისე სწორად და ყველას სამყოფად განაწილებული..... ლუ კარგი გოგო ხარ შენ. აუ როგორი სევდიანი იყო. სენტიმენტებით სავსე ,. ამ გვერდზე რამხელა გული და სითბოა. თან ისე სწორად და ყველას სამყოფად განაწილებული..... ლუ კარგი გოგო ხარ შენ.
9. დიდი ხანია აღარ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. უნდა ინატრო, რომ ხვალინდელი დღე, დღევანდელზე უკეთესი იყოს.
დიდი ხანია აღარ ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. უნდა ინატრო, რომ ხვალინდელი დღე, დღევანდელზე უკეთესი იყოს.
8. მიყვარს შენი უძირო, უსაზღვრო გრძნობები. . . <3 მიყვარს შენი უძირო, უსაზღვრო გრძნობები. . . <3
7. მიშო, ჭანანა, სინა :* მიშო, ჭანანა, სინა :*
6. ++ მეც მინდა არარსებული კარიდან გავიდე :)) ++ მეც მინდა არარსებული კარიდან გავიდე :))
5. "მშვიდად რომ გეძინოს სამყაროს ვამუნჯებ"
:-* "მშვიდად რომ გეძინოს სამყაროს ვამუნჯებ"
:-*
1. :)
ჭკვიანი ლუ :)
კარგებია :)
ჭკვიანი ლუ :)
კარგებია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|