 | ავტორი: რია ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 25 ოქტომბერი, 2014 |
ერთადერთი, კორპუსებში კუნძულივით შემორჩენილი ცისფერდარაბებიანი სახლი. სახურავზე თუნუქის მამალი, გვერდზე მიწოლილი ანტენა. ბაღში უამრავი ვარდი, ნემსიწვერები და გვირილები. ფითრმოდებულ ვაშლებზე მხოლოდ ყვავები. მსხალზე -შოშიების ბუდეები.
ეზოში კატები - ჟანგისფერები, შავები, ჭრელები, დიდები, გამხდრები, მსუქნები, ჯიშიანები, უჯიშოები. ღნავიან, კნავიან, ჩიტებს დარაჯობენ. ხეებზე მიძვრებიან. მესერზე ეკიდებიან.
"ბაბა" დაშა-მოხუცი, მარტოხელა. შვილები შორს, გადაკარგულში. ვოლოგდა,ჩერეპოვეცი. . .
სამზარეულოს კედელთან წვიმის წყლით სავსე “ლახანკა” და “ვედრო” ფანჯარასთან მიდგმული მაგიდა. ფოჩებიან სუფრაზე ფერშეცვლილი სამოვარი. ვაზაში- "ბუბლიკები" ქოთნებში იები - ივან და მარია.
წინსაფრის ჯიბეში ძველი წერილები. ცისფერ თვალებში -ცისფერი სევდა. გულში - მიმქრალი, სითბოგამოცლილი იმედი. ბიჭები მალე ჩამოვლენ. . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ლამაზი და სევდიანი სურათი. ლამაზი და სევდიანი სურათი.
7. ეს ნაწერი მრავლისმთქმელ შავ-თეთრ სურათს წააგავს, _ უფრო მეტიც, ნახატს ან სკულპტურულ ნამუშევარსაც კი შეიძლება შევადაროთ, რომელიც სევდის მომგვრელი სიტყვებით შესანიშნავად არის "შემოსილი". კარგია!.. :) ეს ნაწერი მრავლისმთქმელ შავ-თეთრ სურათს წააგავს, _ უფრო მეტიც, ნახატს ან სკულპტურულ ნამუშევარსაც კი შეიძლება შევადაროთ, რომელიც სევდის მომგვრელი სიტყვებით შესანიშნავად არის "შემოსილი". კარგია!.. :)
6. ყველას დიდი მადლობა, ბევრი :) და :)* ყველას დიდი მადლობა, ბევრი :) და :)*
5. მშვენიერია...ცოცხალი კადრი...კადრები... რატომ სხვაში?...5 მშვენიერია...ცოცხალი კადრი...კადრები... რატომ სხვაში?...5
4.
ყოჩარ რია, ძალიან კარგია.
ყოჩარ რია, ძალიან კარგია.
2. ვოლგდაზე , ვოლოგდა, გდა გად გდავოლგდა გდა, ეყავრებოდა:) ნაწერი კი ფოტოსურათს , მაგონებს, ლამაზ და საინტერსო კადრს რომ დაგიფიქსირებს, რაც ჩემტვის პოეზიაში ხოკუა დაახლოები ასეთი წარმომიდგენია პროზაში:) ვოლგდაზე , ვოლოგდა, გდა გად გდავოლგდა გდა, ეყავრებოდა:) ნაწერი კი ფოტოსურათს , მაგონებს, ლამაზ და საინტერსო კადრს რომ დაგიფიქსირებს, რაც ჩემტვის პოეზიაში ხოკუა დაახლოები ასეთი წარმომიდგენია პროზაში:)
1. რუსული მაქმანებივით ნაწერი- ქათქათა, სიფრიფანა, გამჭვირვალე...
"ვოლოგდა"- მამა გამხსენა ახლა ამან უცებ, რაღაც ძველი რუსული სიმღერა უყვარდა, ვოლოგდაზე იყო :)
რუსული მაქმანებივით ნაწერი- ქათქათა, სიფრიფანა, გამჭვირვალე...
"ვოლოგდა"- მამა გამხსენა ახლა ამან უცებ, რაღაც ძველი რუსული სიმღერა უყვარდა, ვოლოგდაზე იყო :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|