ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ხერგიანი ბექა
ჟანრი: თარგმანი
26 ოქტომბერი, 2014


ალექსანდრ ჟიტინსკი - ფასეულობები

სახლში ვიჯექი, ფასეულობათა გადაფასებას ვაწარმოებდი. ხელსაც არავინ მიშლიდა.
ხელმარცხნივ ფასეულობათა დასტა ელაგა, სასწრაფო გადაფასების მოლოდინში. ხელმარჯვნივ კი, ის რამოდენიმე ფასეულობა, რომელთა გადაფასებასაც არ ვაპირებდი, რადგან მათთან უკვე ყველაფერი გარკვეული მქონდა.
ვიღებდი იარლიყს, ზედ ახალ ფასს ვაწერდი და ძველის ზემოდან ვაკრავდი. ამრიგად, ფასეულობათა ახალი დასტა იქმნებოდა, ახალი ფასებითურთ. თუმცა, ოდნავადაც არაფერი იცვლებოდა. არ მომეწონა ეს და ყველა მათგანს იარლიყი ჩამოვხიე. ისე გამოვიდა, რომ არცერთ ფასეულობას აღარ ჰქონდა ფასი.
ავდექი და ყველა ფასეულობა ფანჯარაში გადავყარე. ისინი, ქაღალდის მტრედებივით მოედნენ არემარეს - ზოგი საით მიფრინავდა და ზოგი საით... მათ გამვლელები იჭერდნენ და უბეებში მალავდნენ.
ისე მომეწონა ფასეულობების განიავება, რომ რაც დარჩენილი მქონდა, ისინიც წინამორბედთა კვალს გავუყენე.
- ახლა მე თავისუფალი ვარ ყოველგვარი დოგმისგან! - წარმოვთქვი თვითკმაყოფილმა. - თავისუფლებაა უდიდესი ფასეულობა.
და მყის, მასაც ფანჯარაში ვუკარი თავი. მტკივნეულად მოახდინა ზღართანი ასფალტზე. გამვლელები მდუმარედ უვლიდნენ გვერდს და თავი ისე ეჭირათ, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.



ЦЕННОСТИ

Я сидел дома и производил переоценку ценностей. Мне никто не мешал.
Слева плотной стопкой лежали ценности, которые срочно следовало переоценить. Справа лежало несколько ценностей, которые я не собирался переоценивать. С ними было все ясно.
Я брал этикетку, зачеркивал крестом старую цену, а сверху ставил новую. Таким образом у меня получилась стопка старых ценностей с новой ценой. Однако принципиально ничего не изменилось. Мне это не понравилось, и я сорвал этикетки. Теперь выходило, что ценности вообще не имели цены.
Тогда я выбросил эти ценности в окно. Они летели, как бумажные голуби, в самых разнообразных направлениях. Прохожие их ловили и прятали за пазуху.
Мне так понравилось выбрасывать ценности, что я выкинул и все остальные тоже.
- Теперь я свободен от предрассудков! - сказал я удовлетворенно. - Свобода - величайшая ценность.
И я тут же выбросил свободу в окошко. Она упала на асфальт и больно ушиблась. Прохожие обходили ее молча, делая вид, что ничего особенного не произошло.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები