ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელი კახელი
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2014


ნოემბერია...

ნოემბერია, ბობოქარი ქარია გარეთ...
მონოტონურად აჩხრიალებს ფოთლები ეზოს.
როგორ არ მინდა ხასიათით თავნებას გავდეს,
ბუხარში ცეცხლი მოთენთილი სიმშვიდით ენთოს.

ლაყუჩებივით აახია გვერდი კალენდარს...
ჯერ ფანჯარაზე ხმელი ფოთლის დამირტყა თათი-
ქარამა, რომელის შემოშვებაც ახლა არ მინდა
სახლში, რომელშიც წარსულივით კედლებად დავრჩი.

ნოემბერია რადგან ისევ, ჩემთვის მძიმე თვე...
დღეს ყველაფრისგან გადაღლილი მაინც მარტო ვარ!
უმისამართო სიძულვილი ქარს მე შევუნდე...
ის კი ადგა და ფოთლებივით კართან დამტოვა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები