ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2014


დაქუცმაცებული წვიმიანი ფიქრებიდან...


....
მშობლის უკანასკნელ ამოსუნთქვას გაჰყოლია
ჩემი ბავშვობის სახლის სითბო...
ვდგავარ და ვეღარ ვბედავ კარის გაღებას.
იქ მამაჩემის ჩამქრალი თვალებია.
.....
მომენატრა წვიმდეს და
მზრუნველი ხელი
ქოლგადქცეულ სიყვარულს
მაფარებდეს მხრებზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები